» » 2018 წელს რობენის თამაში გამოირიცხა

2018 წელს რობენის თამაში გამოირიცხა

15-12-2018, 15:43 -ss- სიახლეები 0

2018 წელს რობენის თამაში გამოირიცხა
ძალიან სამწუხარო სიახლე! 2018 წლის დარჩენილ თამაშებში, არიენ რობენი მონაწილეობას ვერ მიიღებს. "რისკი ძალიან მაღალია, მისი ტრავმა შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს."-აღნიშნა ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე. ნიკო კოვაჩის განცხადებთ, რობენს კუნთების პრობლემა აღენიშნება. ჰოლანდიელი ვეტერანი ვარჯიშებს სავარაუდოდ 4 იანვარს განაახლებს. როგორც ცნობილია მეორე წრისათვის მოსამზადებელ შეკრებას გუნდი ყატარში გაივლის.


მიულერის დისკვალიფიკაციის თაობაზე გადაწყვეტილება მომავალ წელს გახდება ცნობილი


მოთმინების გამოჩენა თომას მიულერსაც მართებს. უეფას დისციპლინარული კომიტეტი, "ბავარიელი" შემტევის შესახებ გადაწყვეტილებას 2019 წლის 10 იანვარს გამოაცხადებს. შეგახსენებთ, უხეში თამაშის გამო მიულერმა ამსტერდამის "აიაქსთან" გამართულ ორთაბრძოლაში წითელი ბარათი დაიმსახურა. კომისია ასევე იმსჯელებს იმ მატჩების რაოდენობაზეც, რომელთა გამოტოვებაც მოუწევს 29 წლის გერმანელს. "იმედს ვიტოვებ, სასჯელი ზედმეტად მკაცრი არ იქნება. ერთ შეხვედრას იგი აუცილებლად გამოტოვებს, ვიმედოვნებთ, ეს მეორე თამაშს არ შეეხება."- ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ნიკო კოვაჩმა. "თომასის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ, მან ამ ქმედების გამო ბოდიში მოიხადა. არ მახსენდება ამ სეზონში ერთი ფაქტიც კი მას, რომ თამაშის წესები დაერღვია."-დასძინა ხორვატმა სპეციალისტმა.

2018 წელს რობენის თამაში გამოირიცხა
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..