» » მიულერის და კომანის საიუბილეო მატჩი

მიულერის და კომანის საიუბილეო მატჩი

16-12-2018, 11:19 -ss- სიახლეები 0

მიულერის და კომანის საიუბილეო მატჩი
მიუნხენის "ბაიერნის" ორი ფეხბურთელისათვის, "ჰანოვერთან" გამართული შეხვედრა, საიუბილეო აღმოჩნდა. თომას მიულერმა საკუთარი მე-300 შეხვედრა ჩაატარა ბუნდესლიგაში. სამასივე "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში. 29 წლის გერმანელი შემტევი, მე-14 ფეხბურთელი გახდა ბავარიულ გრანდში, ვინც მსგავს ნიშნულს მიაღწია.

რაც შეეხება კინგსლი კომანს, მისთვის ზემოხსენებული ორთაბრძოლა, მიუნხენური კლუბის რიგებში რიგით მე-100 იყო. გარდა ამისა, 22 წლის ფრანგი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებასაც ზეიმობდა. როგორც მოგეხსენებათ, კომანი სასტარტო თერთმეტეულში ბოლოს პირველ ტურში იყო წარმოდგენილი, რა დროსაც მან მძიმე ტრავმა მიიღო და დიდი ხნით გამოეთიშა ასპარეზობას.

მიულერის და კომანის საიუბილეო მატჩი
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..