» » მარიო გომესის მე-100 გოლი

მარიო გომესის მე-100 გოლი

16-12-2018, 15:46
0132
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი თავდამსხმელი, 33 წლის მარიო გომესი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტის" ღირსებას იცავს, კვლავაც ჩვეული შედეგიანობით გამოირჩევა. ბუნდესლიგის მე-15 ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, მისმა გუნდმა ბერლინის "ჰერტას" სძლია ანგარიშით 2-1. "სუპერ მარიომ" კი ზემოხსენებული კლუბის შემადგენლობაში, საკუთარი მე-100 გოლი გაიტანა.


შეგახსენებთ, მარიო გომესი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 2009-2013 წლებში ასპარეზობდა. "რეკორდმაისტერის" მაისურით ჩატარებულ 115 შეხვედრაში მან 75 ჯერ აიღო მეტოქე გუნდის კარი. არის გერმანიის ჩემპიონატის, თასის და სუპერთასის ორგზის გამარჯვებული. 2012-2013 წლებში კი უეფას ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი.

მარიო გომესის მე-100 გოლი
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..