» » ტიაგო : ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული

ტიაგო : ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული

16-12-2018, 16:11 -ss- სიახლეები 0

ტიაგო : ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული
მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ლეგიონერი ტიაგო ალკანტარა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის ჩემპიონატის მე-15 ტურში, "ჰანოვერისა" და "ბავარიის" დაპირისპირებას გამოეხმაურა. 27 წლის ფეხბურთელის განცხადებით, მიუხედავად მიმდინარე სეზონში არსებული სირთულეებისა, "ბაიერნს" აქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ წარმატებული სვლა გააგრძელოს.

"ეს სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ, ძალიან კარგი განწყობა გვქონდა, ამის შემდეგ კი ცოტა მოვდუნდით. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ მომავალში ვითამაშებთ, ზუსტად ისე, როგორც ეს "ჰანოვერთან" გამართულ შეხვედრაში იყო, მაშინ ჩვენ ვერავინ ვერ შეგვაჩერებს."-ციტირებს ტიაგო ალკანტარას სიტყვებს ბუნდესლიგის პრეს-სამსახური.

მოცემულ მომენტში, გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს კვლავაც დორტმუნდის "ბორუსია" ლიდერობს. მიუნხენის "ბაიერნი" მოპოვებული 30 ქულით კი მესამე პოზიციაზეა წარმოდგენილი. ხსენებული ტურნირის ეგიდით, შემდეგ მატჩს "ბავარია" 19 დეკემბერს "ალიანც არენაზე" "ლაიპციგის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..