» » "ბავარიელთა" წარმატებული ასპარეზობა

"ბავარიელთა" წარმატებული ასპარეზობა

17-12-2018, 13:33
0220
მატჩის დასრულების შემდეგ, თომას მიულერი "ტოპ-შეხვედრაზე" საუბრობდა, ერთ-ერთი გატანილი გოლის ავტორი დავიდ ალაბა აღნიშნავდა, რომ "გუნდმა ძალიან, ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა სრული 90 წუთის განმავლობაში." "ჰანოვერის" მცველი კევინ ვიმერი კი აცხადებდა, რომ ეს ორთაბრძოლა რაც შეიძლება "მალე უნდა მიეცეს დავიწყებას." მატჩის შემდგომი კომენტარები ნათლად ასახავს იმ ძალთა თანაფარდობას, რაც "რეკორდმაისტერსა" და "ჰანოვერს" შორის, მთელი შეხვედრის განმავლობაში არსებობდა, სადაც გერმანულმა გრანდმა ანგარიშით 0-4 იმარჯვა.

"90 წუთის განმავლობაში გუნდი უბრალოდ ბრწყინვალედ თამაშობდა"-სიამოვნებით საუბრობდა ნამატჩევს ნიკო კოვაჩი. ბუნდესლიგაში ეს მისი გუნდის ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო, მთლიანობაში კი რიგით მეცხრე. ამ წარმატებული გამოსვლით მიუნხენის "ბაიერნი" მოპოვებული ქულებით გაუთანაბრდა მეორე ადგილოსან მიონხენგლადბახის "ბორუსიას". "დღეს ყველანი შესანიშნავად მოქმედებდნენ, როგორც ბურთთან ერთად ისე მის გარეშეც. მოცემულ მომენტში ეს ჩვენი საუკეთესო შეხვედრა იყო მიმდინარე სეზონში. მსურს მივულოცო გუნდს"-დასძინა ხორვატმა სპეციალისტმა.

ამსტერდამში დაფიქსირებული თავბრუდამხვევი ყაიმის შემდეგ (3-3), მიუნხენური კლუბის ფეხბურთელებმა HDI არენაზე, 49 000 ქომაგის წინაშე თამაში პირველი წუთებიდან საკუთარი კარნახით წარმართეს. "ჩვენ ვთამაშობდით სიამოვნებით, ზუსტად ისე, როგორც ეს გვქონდა დაგეგმილი"-აღნიშნა მიულერმა, რომლისთვისაც ზემოხსენებული ორთაბრძოლა რიგით მე-300 იყო გერმანიის ჩემპიონატში.

"ბავარიელთა" წარმატებული ასპარეზობა

მატჩის დაწყებიდან 62-ე წამზე იოზუა კიმიხი გატანილი გოლით გამოირჩა."ჩვენ კარგად ვთამაშობდით და გაგვიმართლა, რომ საწყის წუთებშივე მოვახერხეთ ანგარიშის გახსნა."-გაანალიზა მატჩის სტარტი ნიკო კოვაჩმა. "სასიამოვნოა, როდესაც ამსტერდამში გამართული შეხვედრის შემდეგ, გუნდმა ასეთი ფეხბურთი აჩვენა, "ბავარია" მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა."

შესვენებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, დავიდ ალაბამ შორეული დარტყმით ბურთი "ცხრიანში" გაგზავნა. შეხვედრის მეორე ნახევარში კი სერჟ გნაბრიმ და რობერტ ლევანდოვსკიმ საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. "ეს სრულებით დამსახურებული გამარჯვება იყო"-აღიარა დამარცხება "ჰანოვერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ბრაიტენრაიტერმა. "ჩვენ შესაბამისად ვიყავით განწყობილები იმისათვის, რათა პირევლივე წუთებიდან საკუთარი ფეხბურთი გვეჩვენებინა. ამ გუნდში თამაში ერთი ბედნიერებაა"-დააფიქსირა საკუთარი პოზიცია დავიდ ალაბამ.

თავის მხრივ, სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს "ბავარიელთა" სრულ დომინირებას აღნიშნულ პაექრობაში. მოწინააღმდეგე გუნდის კარის მიმართულებით 32 "გასროლა", საიდანაც 14 სწორედ, რომ კარში წავიდა. ეს ორივე მაჩვენებელი საუკეთესო შედეგად ითვლება მიმდინარე სეზონში, ბუნდესლიგის მასშტაბით. შთამბეჭდავია მოწოდებული კუთხურების მაჩვენებელიც 14-0-ზე. 71% იანი ბურთის ფლობა და 58% მოგებული ორთაბრძოლებისა. ამ ყველაფერს დამატებული 92% იანი გადაცემების სიზუსტე. "ყველაფერი ძალიან მალე გადაწყდა, ჩვენ არანაირი შანსი არ გვქონია, ჩვენი შანსი ნულის ტოლფასი იყო."-ეს პირმინ შვეგლერის სიტყვებია.

მომენტების რეალიზები -ერთადერთი რამ იყო, რისი გაუმჯობესებაც შეიძლებოდა. "ანგარიში გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ სამი-ოთხი 100%-იანი მომენტი."-აღნიშნავდა კოვაჩი. ზამთრის შესვენებამდე დარჩენილ ორ შეხვედრაში, ხორვატი სპეციალისტის შეგირდებს ექნებათ სრული შესაძლებლობა, იმისათვის რომ მომენტების რეალიზების სტატისტიკა გააუმჯობესონ. ოთხშაბაშთს, "ბავარია" საკუთარ კედლებში "ლაიპციგს" მასპინძლობს. "საშინაო დავალების შესრულება გვმართებს, ამის შემდეგ კი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას."-ლაკონურად შემოიფარგლა იოზუა კიმიხი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..