» » მიუნხენის "ბაიერნი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება

მიუნხენის "ბაიერნი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება

17-12-2018, 18:04 -ss- სიახლეები 0

მიუნხენის
ეს იქნება ორი ცეცხლოვანი მატჩი! უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით საკუთარ 1/8 ფინალურ დაპირისპირებას მიუნხენის “ბაიერნი” საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” წინააღმდეგ გამართავს. სწორედ ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი გერმანიის “რეკორდმაისტერისათვის”, რომელიც ორშაბათს უეფას შტაბ-ბინაში ქალაქ ნიონში შედგა.

“დღესდღეობით ეს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ისინი ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. ლივერპულის ფეხბურთელები ფიზიკური თვალსაზრისით ძალიან ძლიერად გამოიყურებიან და მუდამ მაქსიმუს დებენ. იმისათვის, რომ შემდგომ ეტაპზე გასვლა შევძლოთ, ორი კარგი დღე დაგვჭირდება. მათ ბრწყინვალედ დაკომპლექტებული შემადგენლობა ჰყავთ. მოქმედი ფეხბურთელის რანგში არასდროს მითამაშია ამ გუნდის წინააღმდეგ. აღნიშნულ ორთაბრძოლას სულმოუთმენლად დაველოდებით.”-შეაფასა კენჭისყრის შედეგები ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

ჯგუფური ეტაპი ლივერპულმა მეორე ადგილზე დაასრულა, დაუთმო რა პირველობა “პარი სენ-ჟერმენს”. სამაგიეროდ კარლო ანჩელოტის გაწვრთვნილი “ნაპოლი” უკან ჩამოიტოვა. წარსულში მიუნხენის “ბაიერნი” და “ლივერპული” ერთმანეთს სულ 5 ჯერ შეხვდნენ. ბოლოს უეფას სუპერთასზე, შორეულ 2001 წელს. მაშინ ინგლისელებმა ანგარიშით 3:2 იმარჯვეს.

ჯგუფური ეტაპის პირველადგილოსან მიუნხენის “ბაიერნს” პირველი დაპირისპირება სტუმრად 19 თებერვალს ელის. საპასუხო მატჩი კი “ალიანც არენაზე” 13 მარტს გაიმართება. აქვე შეგახსენებათ, რომ ზემოხსენებული ტურნირის ფინალი მადრიდში 1 ივნისს შედგება. ორთაბრძოლას “ატლეტიკოს” მშობლიური სტადიონი, “ვანდა მეტროპოლიტანო” უმასპინძლებს.


კენჭისყრის შედეგები

შალკე 04" - მანჩესტერ "სიტი"
"ატლეტიკო" - "იუვენტუსი"
მანჩესტერ "იუნაიტედი" - "პარი სენ-ჟერმენი"
"ტოტენჰემი" - დორტმუნდის "ბორუსია"


"ლიონი" - "ბარსელონა"
"რომა" - "პორტუ"
"აიაქსი"- მადრიდის "რეალი"
"ლივერპული"- მიუნხენის "ბაიერნი"
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..