» » კლოპი "ლივერპული" - "ბაიერნის" წყვილზე საუბრობს

კლოპი "ლივერპული" - "ბაიერნის" წყვილზე საუბრობს

18-12-2018, 11:11 -ss- სიახლეები / ანონსი 0

კლოპი
საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა. 51 წლის სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს წინ რთული , მაგრამ საინტერესო შეხვედრა ელის.


"კარგი კენჭისყრა იყო. თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ მარტივი მეტოქე არ შეგვხვდებოდა. რა თქმა უნდა, "ბავარია" ტოპ-კლასის გუნდია. სასიამოვნოა, რომ გერმანიაში მივემგზავრები. მოსამზადებლად დრო გვაქვს, დიდი დრო. იმედს ვიტოვებ, თოთოეული ჩვენი მოთამაშე მზად იქნება. ეს იქნება რთული და საინტერესო დაპირისპირება. ამ შეხვედრას მოუთმენლად ველი."

"ორი გამორჩეული გუნდის შეხვედრა? 100%-ით ასეა. ბოლო წლებში "ბავარია" გერმანიის ჩემპიონატში დომინირებდა, ეს გერმანული ფეხბურთის საუკეთესო პერიოდი იყო. რაც შეეხება ზამთრის შესვენებას, არ ვფიქრობ რომ იგი დიდ ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ორთაბრძოლაზე. პაუზა მხოლოდ ტრავმებზე მოქმედებს. მაშინ როდესაც გერმანულ გუნდებს დასვენებისთვის ორი-სამი კვირა ექნებათ, ჩვენ ათი შეხვედრის გამართვა მოგვიწევს, მაგრამ თებერვლის თვეში ამას უკვე მნიშვნელობა არ ექნება"-ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს "ლივერპულის" პრეს-სამსახური

შეგახსენებთ, პირველი მერვედფინალური დაპირისპირება "ლივერპულსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, 19 თებერვალს ინგლისში გაიმართება. საპასუხო მატჩი კი "ალიანც არენაზე" 13 მარტს არის ჩანიშნული.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.