» » "ბავარიელებს" 3 ქულის მოპოვება სურთ

"ბავარიელებს" 3 ქულის მოპოვება სურთ

19-12-2018, 11:42
092
2018 წელი დასასრულს უახლოვდება. ოთხშაბათს, 19 დეკემბერს თბილისის დროით 23:45 საათზე, გერმანიის "რეკორდმაისტერი" მიმდინარე წელს, საკუთარ ბოლო ორთაბრძოლას გამართავს საშინოა კედლებში. ბუნდესლიგის მე-16 ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგს" მასპინძლობს. მოცემულ მომენტში "საქსონელები" სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებენ და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან "ბავარიელ" გიგანტებს.

აუცილებელია, რომ ზემოხსენებული ქულათა სხვაობა, ამ დღეს კიდევ უფრო სოლიდური გახდეს. მიუნხენელებს სურთ "დორტმუნდელებთან" არსებული ჩამორჩენა, კონტროლქვეშ ჰქონდეთ. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რაც მოახლოებულ დაპირისპირებას თან ახლავს, არის ის, რომ "ლაიპციგი" საკუთარი სათამაშო ფილოსოფიით ძალიან ჰგავს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ბავარიელთა" მომავალ მეტოქეს - "ლივერპულს". "ლაიპციგსაც მსგავსი სათამაშო იდეები აქვს. ისინი ცდილობენ დაცვიდან შეტევაზე ელივისებურად გადავიდნენ და სწორედ ამ გზით მოწინააღმდეგე გუნდს პრობლემები შეუქმნან"-აღნიშნავდა ნიკო კოვაჩი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში.


გამარჯვება ნომერი სამი?


სწორედ ამის თავიდან აცილება სურთ "ბავარიელებს". "ლაიპციგის" ძლიერი მხარეების განეიტრალება გვმართებს. ჩვენ გუნდს შესაბამისად მოვამზადებთ. "ბაიერნი" პირველად არ ეთამაშება "ლაიპციგს".-დაამატა ხორვატმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, "ალიანც არენაზე" ეს გუნდები ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ორივე შემთხვევაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

კოვაჩი დარწმუნებულია, რომ ოთხშაბათს მისი გუნდი წარმატებას მიაღწევს. ხამეს როდრიგესის, არიენ რობენის და კოკო ტოლისოს გარდა, ყველა ფეხბურთელი მზად არის საასპარეზოდ. ფრანკ რიბერი, რომელიც "ჰანოვერთან" გამართულ პაექრობაში არ იყო წარმოდგენილი, კვლავ მწყობრშია. ამ გუნდთან მოპოვებულმა გამარჯვებამ კი მიუნხენელებს მომავალი დავალების წარმატებით თავის გართმევაში, რწმენა შემატა.


წლის მაჟორულ ნოტაზე დასრულება


"ჩვენ კვლავ უნდა გამოვაჩინოთ საკუთარი ძლიერ მხარეები ზუსტად ისე, როგორც ეს "ჰანოვერთან" გამართულ შეხვედრაში იყო. თუ იმავე განწყობით ვითამაშებთ, მაშინ ჩვენი შეჩერება ძალიან რთული იქნება."-დაუსახა მიზანი საკუთარ შეგირდებს "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა. ამ მხრივ, "ლაიპციგს" რა თქმა უნდა, არ გაუმართლა. "ყოველთვის, როდესაც მიუნხენში ვთმაშობთ, "ბავარია" შესანიშნავ ფორმაში იმყოფება."-აცხადებდა ტიმო ვერნერი. ამასთან ერთად, სტუმრებს გარკვეული საკადრო პრობლემებიც აქვთ. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს მარსელ ზაბიტცერი. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, კევინ კამპლის ასპარეზობის საკითხიც.

"ვითამაშებთ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულები და ვეცდებით ჩვენი მაქსიმუმი გავიღოთ"-დადო პირობა კაპიტანმა ვილი ორბანმა. "ალიანც არენაზე" შეკრებილ პუბლიკას კი წინ სანახაობრივი საღამო ელის. საფინალო სასტვენის შემდეგ სპეციალური პროგრამა ამოქმედდებდა. ფეხბურთელებსაც სწორედ ეს სურთ. აიღონ რა სამი ქულა და დაემშვიდობონ საკუთარ გულშემატკივრებს - მაჟორულ ნოტაზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..