» » კოვაჩი: ვწუხვარ ჟოზეს გამო

კოვაჩი: ვწუხვარ ჟოზეს გამო

19-12-2018, 12:18
098
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, ჟოზე მოურინიოს დათხოვნის შესახებ, მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. კოვაჩის განცხადებით, მისთვის როგორც კოლეგისთვის, აღნიშნული სიახლე ემოციურად ძალიან მძიმე იყო.

"ძალიან განვიცდი, როდესაც მთავარ მწვრთნელს ათავსუფლებენ. ვწუხვარ, რადგანაც შემიძლია წარმოვიდგინო ის, თუ რას განიცდის ჟოზე. ჩემი ერთადერთი სურვილი მდგომარეობს იმაში, რომ ამიერიდან არც ერთი მთავარი მწვრთნელი არ იყოს დათხოვნილი."-ციტირებს ნიკო კოვაჩის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

შეგახსენებთ, არასახარბიელო შედეგების გამო, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ, პორტუგალიელ სპეციალისტთან სამუშაო ურთიერთობა ვადაზე ადრე გაწყვიტა. ბოლო ტურში "წითელმა ეშმაკებმა" სტუმრად "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართეს ორთაბრძოლა, რა დროსაც ანგარიშით 3-1 დამარცხდნენ. მოცემულ მომენტში მანჩესტერული კლუბი, მოპოვებული 26 ქულით ინგლისის ჩემპიონატში მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.

ჟოზე მოურინიო "წითლების" მთავარ მწვრთნელად 2016 წელს დაინიშნა. 2,5 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში მან სამი ტიტული მოუპოვა "იუნაიტედს". პორტუგალიელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ გუნდებში, როგორებიცაა "პორტუ", "ჩელსი", "ინტერი" და მადრიდის "რეალი".
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..