» » ვერნერი: მოსაფიქრებლად საკმარისი დრო მაქვს

ვერნერი: მოსაფიქრებლად საკმარისი დრო მაქვს

20-12-2018, 15:27 -ss- ტრანსფერები / ჭორები 0 34

საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის" 22 წლის შემტევმა ტიმო ვერნერმა, ინტერნეტ-გამოცემა FourFourTwo-სთან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ვერნერის განცხადებით იგი გადაწყვეტილების მიღებისას, სიჩქარეს არ გამოიჩენს და ყველაფერს დეტალურად განსჯის.

"დრო ჩემს წინააღმდეგ არ მოქმედებს, შემიძლია ყველაფერი კარგად გავიაზრო და გადაწყვეტილება ახალ წელს მივიღო. თუ შენ "ლაიპციგის" შემადგენლობაში ასპარეზობ და ამავე დროს გერმანიაში დარჩენა გსურს, მაშინ ასეთი მხოლოდ ერთი კლუბი არსებობს, სადაც შეგიძლია გადახვიდე. რა თქმა უნდა "ლაიპციგში" დარჩენაც ერთ-ერთი ვარიანტია, სხვა კლუბების შემოთავაზებებს არ განვიხილავ."-ციტირებს გამოცემა FourFourTwo ტიმო ვერნერის სიტყვებს.

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა "ლაიპციგის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმაც. "ვფიქრობ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით უკვე საკმარისად ვისაუბრეთ. ვერნერს, თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და ამასთან, მას მაგიდაზე უდევს გახანგრძლივებასთან დაკავშირებული შეთავაზებაც. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იგი ზამთრის შესვენების დროს მიიღებს."

"თუ ტიმოს მართებულად მივუდგებით, მე კი მის აგენტს დიდი ხანია რაც ვიცნობ, მაშინ მან კარგად უნდა გააცნობიეროს ის, თუ რა აქვს აქ. არ ვფიქრობ, რომ ის პროგრესი რასაც მან აქ მიაღწია, რომელიმე სხვა კლუბში შესაძლებელი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ იგი ჩვენთან დარჩება. ვნახოთ რა მოხდება უახლოეს 3-4 წელიწადში, მაგრამ ამჟამად იგი საუკეთესო ადგილზე იმყოფება."-აღნიშნა "ლაიპციგის" მთავარმა მწვრთნელმა, გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში.

წყარო 2
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..