» » ენრიკე სერესო : ფეხბურთელებს არ ვყიდით!

ენრიკე სერესო : ფეხბურთელებს არ ვყიდით!

20-12-2018, 15:52 -ss- ტრანსფერები / ჭორები 0

ენრიკე სერესო : ფეხბურთელებს არ ვყიდით!
მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი, ენრიკე სერესო ჟურნლისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან, ლუკა ერნანდესის მისამართით გამოჩენილ დაინტერესებას გამოეხმაურა. მადრიდელთა ხელმძღვანელის განცხადებით, მან ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით არაფერი იცის.


"მოცემულ მომენტში ლუკა ერნანდესი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია და მას აქ დარჩენა სურს. სიმართლე გითხრათ არაფერი ვიცი "ბაიერნის" შემოთავაზების შესახებ, რომ თითქოს მათ იმ ოფციის გააქტიურება სურთ, რომელიც 80 მილიონ ევროდ, ხსენებული ფეხბურთელის ყიდვას ითვალისწინებს. ჩვენ ვაშენებთ გუნდს და ფეხბურთელებს არ ვყიდით."-აღნიშნა ენრიკე სერესომ.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, ესპანურმა გამოცემამ Marca-მ, გაავრცელა სიახლე, რომლის თანახმადაც გერმანიის "რეკორდმაისტერი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, მადრიდის "ატლეტიკოს" მცველის 22 წლის ლუკა ერნანდესის დამატებას შეეცდება. დასახელებული იყო კონკრეტული თანხაც, 80 მილიონი ევროს ოდენობით. გავრცელებული ცნობის თანახმად "ბავარიელებს" ხსენებულ ფეხბურთელთან 4 წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..