» » რუმენიგე: ჰუმელსი რჩება

რუმენიგე: ჰუმელსი რჩება

20-12-2018, 16:14 -ss- სიახლეები 0

რუმენიგე: ჰუმელსი რჩება
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი, მიმდინარე საფეხბურთო სეზონის მეორე წრეს, კვლავაც "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას, გერმანული გრანდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგე ადასტურებს. შეგახსენებთ, ხმები მატს ჰუმელსის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, მას შემდეგ გავრცელდა, რაც იგი სასტარტო შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა.

"რამდენიმე დღის წინ მატს ვესაუბრეთ. სეზონის მეორე ნახევარს იგი "ბაიერნის" შემადგენლობაში გაატარებს."-განაცხადა რუმენიგემ გამოცემა Goal-თან საუბრის დროს.

ზემოხსენებულ საკუთხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია ჰასან სალიჰამიჯიჩმაც დააფიქსირა. "ჰუმელსთან კარგი საუბარი გვქონდა, განვიხილეთ შექმნილი სიტუაცია. იგი მიუნხენში თავს კარგად გრძნობს, რა თქმა უნდა, როდესაც ყოველთვის ვერ თამაშობ, გარკვეული ჭორებიც იბადება. მატს სურდა ჩვენთან საუბარი, მან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, ჩვენ - ჩვენი. ვფიქრობ, საერთო აზრამდე მისვლა შევძელით."-აღნიშნავდა "ბაიერნის" სპორტული დირექტორი

მატს ჰუმელსი მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 2016 წლიდან ირიცხება. მისი მოქმედი კონტრაქტი კი 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..