» » კლოპი : ამ ეტაპზე მხოლოდ ორი გუნდი არ მინდოდა

კლოპი : ამ ეტაპზე მხოლოდ ორი გუნდი არ მინდოდა

21-12-2018, 12:39 -ss- სიახლეები 0

კლოპი : ამ ეტაპზე მხოლოდ ორი გუნდი არ მინდოდა
როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე, მიუნხენის "ბაიერნი" საფეხბურთო კლუბ "ლივერპულს" დაუპირისპირდება. მეტოქე გუნდის თავკაცმა იურგენ კლოპმა, გამოცემა Football Italia-სთან მიცემულ ინტერვიუში, ნიონში გამართული კენჭისყრა შეაჯამა და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.


"სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე მხოლოდ ორ კლუბთან არ მინდოდა შეხვედრა. პირველი დორტმუნდის "ბორუსიაა". თუ მათ მოგვიანებით შევხვდებით ეს ორივე გუნდისთვის ძალიან კარგი იქნება. მეორე კლუბი კი "იუვენტუსია", რადგანაც ეს გუნდი ტურნირის ფავორიტად მიმაჩნია. მათ წარმოუდგენელი გამოცდილება აქვთ. თუ გავითვალისწინებთ ფეხბურთელების ასაკს, მაშინ მათი მცველებისთვის ეს ბოლო შანსია. მიმდინარე წელს "იუვენტუსის" დამარცხება ძალიან რთული იქნება."

"დანარჩენ გუნდებთან არანაირი პრობლემა არ მქონია, კენჭისყრამ კი "ბავარია" გვარგუნა. ვფიქრობ ჩვენი გულშემატკივრებისთვის, ეს კარგი კენჭისყრა იყო. ერთი წლის წინ, წინასასეზონო პერიოდში მათ უკვე შევხვდით. მაშინ ლივერპულიდან ბევრი ქომაგი არ ჩასულა მატჩზე დასასწრებად, მაგრამ ახლა მათ აუცილებლად მართებთ გამგზავრება. იქ შესანიშნავი გარემოა."-ციტირებს გამოცემა Football Italia იურგენ კლოპის სიტყვებს.

შეგახსენებთ, პირველი მერვედფინალური დაპირისპირება "ლივერპულსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, 19 თებერვალს ინგლისში გაიმართება. საპასუხო მატჩი კი "ალიანც არენაზე" 13 მარტს არის ჩანიშნული.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..