» » Bild : კანი მანუელ ნოიერის შესახებ საუბრობს

Bild : კანი მანუელ ნოიერის შესახებ საუბრობს

22-12-2018, 13:23 -ss- სიახლეები 0

Bild : კანი მანუელ ნოიერის შესახებ საუბრობს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი კარის დარაჯი, ლეგენდარული ოლივერ კანი, გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში მანუელ ნოიერისა და ალისონ ბეკერის შესახებ საუბრობს. ვეტერანი კიპერის განცხადებით, მოცემულ მომენტში „ლივერპულის“ მეკარე გაცილებით დამაჯერებელ თამაშს დემონსტრირებს, ვიდრე მანუელ ნოიერი. ამის მიზეზი კი როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური პრობლემებია.

„მოცემულ მომენტში ალისონი მანუელ ნოიერზე ძლიერია. გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე მან დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის კიპერია. ნოიერს არ შეუძლია, ძველ ფორმას დაუბრუნდეს, ისეთს როგორშიც იგი ტრავმამდე იმყოფებოდა. ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატიდან ნაადრევმა გამოვარდნამ და მიღებულმა ტრავმებმა მისი სათამაშო რითმი დააზიანეს.“

„ძალიან რთულია გაიაზრო, რომ შენმა შემდგომმა ტრავმამ შესაძლოა შენს საფეხბურთო კარიერას წერტილი დაუსვას. ეს ფსიქოლოგიური ასპექტია, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს. მანუელმა საკუთარი სხეულის მიმართ აბსოლუტური რწმენა უნდა შეიქმნას, ამის შემდგომ კი იგი შეძლებს ძველ საფეხურს დაუბრუნდეს.“-ციტირებს გამოცემა Bild ოლივერ კანის სიტყვებს.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..