» » რუმენიგეს 2 წლით გაუხანგრძლივეს

რუმენიგეს 2 წლით გაუხანგრძლივეს

22-12-2018, 15:36 -ss- სიახლეები 0

რუმენიგეს 2 წლით გაუხანგრძლივეს
მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობას კიდევ 2 წლის ვადით შეასრულებს. სწორდ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კლუბის მმართველმა საბჭომ. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, “ბავარიელთა” ხელმძღვანელი საკუთარ კოლეგებს, მიღებული გადაწყვეტილების გამო, მადლობას უხდის.


“სადამკვირვებლო საბჭოს მთლიან შემადგენლობას, ული ჰიონესის თაოსნობით, მსურს მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინეს. მართველი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2002 წელს დავინიშნე, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით ის, რომ ”ბავარია” ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე აგვეყვანა. სწორედ ამისთვის, გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო აღმასრულებელი საბჭოს კოლეგებს, ყველა თანამშრომელს და სადამკვირვებლო საბჭოს თითოეულ წევრს. მომავალ წლებში ჩვენი ვალდებულება იქნება განვაგრძოთ “ბაიერნის” განვითარება, რათა კვლავ ვირიცხებოდეთ წამყვან ევროპულ გუნდებში. ეს ჩვენი პირველხარისხოვანი მიზანია.” განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ, “რეკორდმაისტერის” უმაღლესმა ორგანომ, კლუბის პრეზიდენტს ული ჰიონესს 4 წლით გაუხანგრძლივა საქმიანობის უფლებამოსილება.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..