» » ESPN : პავარი "ბავარიელთა" რიგებში იასპარეზებს

ESPN : პავარი "ბავარიელთა" რიგებში იასპარეზებს

22-12-2018, 17:13
072
საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, ბენჟამენ პავარმა შესაძლოა ასპარეზობა მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში განაგრძოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს თქმით, 22 წლის ფეხბურთელმა თანხმობა განაცხადა "ბავარიელთა" შეთავაზებაზე და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, იგი მიუნხენელთა შემადგენლობაში ჩაირიცხება. სახელდება კონკრეტული თანხაც 35 მილიონი ევროს ოდენობით. გარდა ამისა არსებობს შესაძლებლობა, რომ პავარი გერმანულ გრანდს, უკვე ზამთრის შესვენებაზე შეუერთდეს - 2019 წლის იანვრის თვეში.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, ზემოხსენებულმა ფეხბურთელმა უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მასსა და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, ტრანსფერთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობა არსებობს. პავარი "შტუტგარტის" რიგებში 2016 წელს, საფეხბურთო კლუბ "ლილიდან" ჩაირიცხა. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა უკანახაზელმა ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მის აქტივში რაიმე შედეგიანი მოქმედება, ამ დრომდე არ ფიქსირდება.
3

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..