» » ხამესი: ახლა მხოლოდ "ბავარიაზე" ვფიქრობ

ხამესი: ახლა მხოლოდ "ბავარიაზე" ვფიქრობ

22-12-2018, 17:54 -ss- სიახლეები 0

ხამესი: ახლა მხოლოდ
მიუნხენის "ბაიერნის" კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, რომელიც მიღებული ტრავმის შემდგომ აღდგენით კურსს გადის, ესპანურ გამოცემა As-თან მიცემულ ინტერვიუში საკუთარ გეგმებზე საუბრობს. 27 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ამ ეტაპზე მისი ფიქრები მხოლოდ "რეკორდმაისტერს" უკავშირდება, ხოლო ის თუ რა მოხდება სამომავლოდ, ამას 2019 წლის ზაფხულში შევიტყობთ.


"ჩემი აწმყო - მიუნხენის "ბაიერნია". ამ კლუბთან კონტრაქტი, მომავალი წლის ივნისის თვემდე მაკავშირებს. თავს კარგად და მშვიდად ვგრძნობ. ვნახოთ ივნისში რა მოხდება, ახლა კი მხოლოდ "ბავარიაზე" ვფიქრობ. ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია კარგად მიდის. ახალი წლის დაწყებას სულმოუთმენლად ველი. ნიკო კოვაჩთან არანაირი პრობლემები არ მაქვს."-ციტირებს გამოცემა As-ი ხამეს როდრიგესის სიტყვებს.

შეგახსენებთ, კოლუმბიელ შემტევზე საკონტრაქტო უფლებები მადრიდის "რეალის" ხელშია. იგი მიუნხენის "ბაიერნში" არენდის წესით ასპარეზობს. იმისათვის, რომ "ბავარიელებმა" ხსენებული ფეხბურთელის გამოსყიდვის ოფცია გააქტიურონ, მათ 42 მილიონი ევრო უნდა გაიღონ.
2

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..