» » Abendzeitung: "ლივერპულს" ტიმო ვერნერი სურს

Abendzeitung: "ლივერპულს" ტიმო ვერნერი სურს

22-12-2018, 20:57 -ss- ტრანსფერები / ჭორები 0

Abendzeitung:
საფეხბურთო კლუბი "ლივერპული" ტიმო ვერნერისათვის ბრძოლაში, მიუნხენის "ბაიერნს" სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. როგორც გამოცემა Abendzeitung-ი იტყობინება, ბრიტანელებს 22 წლის შემტევის გადაბირება სურთ და ამ მიზნით "ლაიპციგის" ხელმძღვანელობასთან პირველი კონტაქტიც უკვე დაამყარეს.

გარემოებებიდან გამომდინარე "ლაიპციგს" მოუწევს მომავალ ზაფხულს ვერნერს შეელიოს, რადგანაც მისი მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვალისწინებული და თუ გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მხარეებმა მოლაპარაკება ვერ შეძლეს, მაშინ გერმანული კლუბი სერიოზული საფრთხის წინაშე დგება.

თავად ფეხბურთელი რამდენიმე ხნის წინ გამოცემა FourFourTwo -სთან მიცემულ ინტერვიუში შემდეგი სახის კომენტარს აკეთებდა. "დრო ჩემს წინააღმდეგ არ მოქმედებს, შემიძლია ყველაფერი კარგად გავიაზრო და გადაწყვეტილება ახალ წელს მივიღო. თუ შენ "ლაიპციგის" შემადგენლობაში ასპარეზობ და ამავე დროს გერმანიაში დარჩენა გსურს, მაშინ ასეთი მხოლოდ ერთი კლუბი არსებობს, სადაც შეგიძლია გადახვიდე. რა თქმა უნდა "ლაიპციგში" დარჩენაც ერთ-ერთი ვარიანტია, სხვა კლუბების შემოთავაზებებს არ განვიხილავ."

გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 17 შეხვედრაში ტიმო ვერნერმა 11 გოლის და 2 შედეგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა. ხსენებული ფეხბურთელი ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში მესამე პოზიციას იკავებს პაკო ალკასარისა (დორტმუნდის "ბორუსია") და ლუკა იოვიჩის (ფრანკფურტის "აინტრახტი") შემდეგ. ორივე ამ ფეხბურთელს თორმეტ-თორმეტი გოლი აქვთ გატანილი.
2

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..