» » ჯეიდონ სანჩო "ბაიერნის" რადარზე

ჯეიდონ სანჩო "ბაიერნის" რადარზე

22-12-2018, 21:39 -ss- ტრანსფერები / ჭორები 0

ჯეიდონ სანჩო
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო, რიგი ევროპული კლუბების ინტერესის სფეროში მოექცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Marca ავრცელებს. წყაროს თქმით 18 წლის ინგლისელი ფეხბურთელისათვის ბრძოლაში კატალონიის "ბარსელონა" ერთვება. ესპანური გიგანტი დიდი ხანია, რაც სანჩოს ასპარეზობას აკვირდება.

გარდა კატალონიის "ბარსელონისა" ჯეიდონ სანჩოს მომსახურებით მიუნხენის "ბაიერნიცაა" დაინტერესებული, რომელიც ხსენებული ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება -ამტკიცებს გამოცემა.

"სანჩო - შესანიშნავი მოთამაშეა. ხანდახან დაუჯერებლად მეჩვენება ის ფაქტი, რომ იგი მხოლოდ 18 წლისაა. თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გუნდისათვის ჰყავდეს საკუთარ რიგებში ფეხბურთელი, რომელიც დრიბლინგის შესაძლებლობას ფლობს. სანჩოს მიერ გატანილი გოლები და განხორციელებული შედეგიანი გადაცემები ჩვენს გუნდს ძალიან ეხმარება. "ბორუსიასთვის" იგი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა."-შეაქო საკუთარი თანაგუნდელი მარკო როისმა, გამოცემა ESPN-სთან მიცემულ ინტერვიუში.

transfermarkt-ის ინფორმაციით, ჯეიდონ სანჩოს მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს. 18 წლის შემტევმა ყველა ტურნირზე 24 შეხვედრა გამართა. გახდა 7 გატანილი გოლის და 11 ასისტის ავტორი.

წყარო 2
2

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..