» » კომენტარები : "აინტრახტი" 0 - 3 "ბაიერნი"

კომენტარები : "აინტრახტი" 0 - 3 "ბაიერნი"

23-12-2018, 10:46
057
კვირას 22 დეკემბერს, მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატის მე-17 ტურის ეგიდით, ფრანკფურტის "აინტრახტს" ეწვია. ნიკო კოვაჩის შეგირდებმა აღნიშნულ ორთაბრძოლაში ანგარიშით 0-3 იმარჯვეს. მოცემულ მომენტში "ბავარიელები" მოპოვებული 36 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფებიან და "დორტმუნდელებს" მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩებიან. წარმოგიდგენთ შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.

ნიკო კოვაჩი -"თუ არ ჩავთვლით პირველ 20 წუთს, ეს იყო ჩვენი გუნდის მიერ დემონსტრირებული ძალიან კარგი თამაში. თავიდან მეტოქე გუნდის კონტრშეტევებს ვერ ვუმკლავდებოდით, რამდენიმე შეცდომაც დავუშვით. ამის შემდეგ კი შევძელით გაგვეკეთებინა ის, რაც გვსურდა. გადაცემებს ძალიან სწრაფად ვასრულებდით და მოწინააღმდეგეს უკვე უჭირდა პრესინგის განხორციელება. ბოლო შეხვედრებში კარგად ვიასპარეზეთ. სწორედ ეს არის ის, რაც გამოარჩევს მიუნხენის "ბაიერნს".

კარლ-ჰაინც რუმენიგე -"დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი სიგნალი ვაჩვენეთ. დორტმუნდის "ბორუსიამ" გამარჯვებას მიაღწია და ჩენთვის დღევანდელი მატჩის მოგება აუცილებლობა იყო. გუნდმა დასახული მიზანი ძალიან კარგად შეასრულა."

თომას მიულერი -"საათის მეოთხედი დროის განმავლობაში ჩვენ გარკვეული პრობლემები გვქონდა, თუმცა ამის შემდეგ რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით. "აინტრახტმა" მხოლოდ ერთი-ორი დარტყმა შეძლო. არ გაგვიმართლა როდესაც ბურთი ხარიხას მოვარტყი. შემდგომ მეტოქეს კარგად ვიჭერდით და მომენტების შექმნას ვაგრძელებდით. ფრანკფურტში ანგარიშით 0-3 გამარჯვება ადვილი არ არის. ეს გამარჯვება საჭირო გამბედაობას შეგვმატებს - მეორე წრისთვის."

ადი ჰიუტერი ("აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი) -"ვფიქრობ, რომ პირველი ნახევარი საათის განმავლობაში მოედანზე საუკეთესო სწორედ ჩემი გუნდი იყო. გვქონდა დაწინაურების შესაძლებლობაც. "ბაიერნის" მიერ გატანილ პირველ გოლში, ამ გუნდის უმაღლესი კლასი შეინიშნებოდა. არსებული მდგომარეობის მიუხედავად მაინც ვცდილობდით გათანაბრებას. მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ დღეს საუკეთესო გუნდმა გაიმარჯვა. ისინი ძალიან თამამად ასპარეზობდნენ და ბევრ შეტევასაც ახორციელებდნენ. ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში კი ცოტათი უფრო დიდია, ვიდრე უნდა ყოფილიყო."

დანი და კოსტა (ფრანკფურტის "აინტრახტი") - "მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, ვმოქმედებდით თამამად და მეტად აგრესიულად. გვქონდა რამდენიმე მომენტი, რომელთა რეალიზებაც გვმართებდა. ყველამ კარგად იცის, რომ "ბაიერნთან" თამაშის შემოტრიალება ძალიან რთულია. მეორე ტაიმში დიდი მიზანი დავისახეთ, თუმცა 100% იანი სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ვახერხებდით. დღეს ბევრი რამის მიღწევა შეგვეძლო. საჭირო ქულებს ვერ გამოვკარით ხელი."
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..