» » რიბერი: თავდაუზოგავად ვმუშაობ

რიბერი: თავდაუზოგავად ვმუშაობ

23-12-2018, 11:37
0251
მიუნხენის "ბაიერნის" 35 წლის შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, კვლავაც ჩვეული შედეგიანობით გამოირჩევა. გერმანიის ჩემპიონატის მე-17 ტურში, ფრანკფურტის "აინტრახტთან" გამართულ ორთაბრძოლაში რიბერიმ დუბლის გაფორმება შეძლო. აღსანიშნავი ფაქტია, რომ "რეკორდმაისტერის" ბოლო 6 შეხვედრაში ფრანკმა 5 გოლის გატანა მოახერხა. 4 გოლი ბუნდესლიგაში, 1 კი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე.

"ბაიერნს" ჰქონდა რთული დრო, მაგრამ ახლა ყველა ვხედავთ, რომ გუნდი გაცილებით კარგი გახდა. მოხარული ვარ აღნიშნულის გამო. თავდაუზოგავად ვმუშაობ და ვცდილობ არ ჩამოვრჩე. დაველოდოთ რა მოხდება შემდეგ სეზონში."-ციტირებს "ვეტერანი" შემტევის სიტყვებს Eurosport.de

ფრანკ რიბერი, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში შორეულ 2007 წელს ჩაირიცხა. მისი მოქმედი კონტრაქტი კი 2019 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. გამოცდილმა ნახევარმცველმა, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, გერმანიის ჩემპიონატის, თასის და უეფას ჩემპიონთა ლიგის 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

წყარო 2
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..