» » სიმიონე : ნებისმიერ მის გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერ

სიმიონე : ნებისმიერ მის გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერ

24-12-2018, 11:02 -ss- სიახლეები 0

სიმიონე : ნებისმიერ მის გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერ
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმიონე, ინტერნეტ-გამოცემა Football Espana-სთან მიცემულ ინტერვიუში, ლუკა ერნანდესის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა. 48 წლის სპეციალისტის განცხადებით, ლუკასი საკუთარ არჩევანში დამოუკიდებელი იქნება და მის გადაწყვეტილებას იგი გაგებით მოეკიდება.


"თითოეული გადაწყვეტილება მიიღება დამოუკიდებლად. მე ამას ვაფასებ. ლუკასი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც კარგი აწმყო აქვს და კიდევ უფრო უკეთესი მომავალი ელის. იმედს ვიტოვებ იგი ჩვენთან დარჩება, გუნდს იგი უყვარს და მას საჭიროებს. ერნანდესის პროგრესს დიდი ხანია რაც ვაკვირდებით. მას მივცემთ უფლებას თვითონ გადაწყვიტოს რა იქნება უმჯობესი თავად მისთვის. ნებისმიერ მის გადაწყვეტილებას კი მხარს დავუჭერ. მის მიმართ კვლავაც პატივისცემით ვიქნები განწყობილი, რადგანაც იგი ძალიან მიყვარს."-ციტირებს Football Espana დიეგო სიმიონეს სიტყვებს.

ამ ინფორმაციის პარალელურად ვრცელდება კიდევ ერთი ცნობა, რომლის თანახმადაც მიუნხენის "ბაიერნმა" ზემოხსენებულ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ერნანდესი წლიური ანაზღაურების სახით 8,5 მილიონ ევროს მიიღებს და გერმანიის "რეკორდმაისტერში" 4 წლის ვადით იასპარეზებს -ამტკიცებს გამოცემა El Pais.

წყარო 2
2

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..