» » Kicker: რუმენიგე ჩაბი ალონსოს შესახებ საუბრობს

Kicker: რუმენიგე ჩაბი ალონსოს შესახებ საუბრობს

24-12-2018, 21:23 -ss- სიახლეები 0

Kicker: რუმენიგე ჩაბი ალონსოს შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" ყოფილი ფეხბურთელის, ჩაბი ალონსოს შესახებ საუბრობს და მის მიმართ საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს. რუმენიგეს განცხადებით, ალონსო ბრწყინვალე მთავარი მწვრთნელი იქნებოდა, რომლის ხილვაც მიუნხენური კლუბის რიგებში სურს.


"მსურს კვლავ ვიხილო ალონსო ჩვენს გუნდში. ის ფანტასტიური მთავარი მწვრთნელი იქნებოდა. ჩაბი ფლობს ავტორიტეტს, არის გამოცდილი და საუბრობს რამდენიმე ენაზე. ალონსო არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ფეხბურთის მოედანზე იგი ნამდვილი გენერალი იყო, მოთამაშეები კი მას უსმენდნენ. ბურთთან ერთად იგი ბრწყინვალედ თამაშობდა, აზროვნებდა და ასპარეზობდა ძალზედ სწრაფად." -ციტირებს გამოცემა Kicker-ი რუმენიგეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, ჩაბი ალონსო მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 2014 - 2017 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგადაც მან საკუთარი საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ამჟამად, ვეტერანი ნახევარმცველი, მადრიდის "რეალის" სისტემაში შემავალ ერთ-ერთ საბავშო გუნდს წვრთვნის.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..