» » რიბერი: მოედანზე ასი პროცენტით ვიხარჯები

რიბერი: მოედანზე ასი პროცენტით ვიხარჯები

25-12-2018, 11:40
0134
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" მიმართ მის დამოკიდებულებაზე საუბრობს. 35 წლის ვეტერანი მოიერიშეს განცხადებით, იგი ამ გუნდისთვის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს თითოეულ მატჩში.


"როდესაც მოედანზე სათამაშოდ გავდივარ, გუნდისთვის და ამ კლუბისთვის ასი პროცენტით ვიხარჯები. აქ თითქმის 12 წელია, რაც ვიმყოფები, მიყვარს "ბავარია" და "ბავარიასაც" ვუყვარვარ მე. ახლა ამ შესვენებით უნდა დავტკბეთ, ჩვენ ეს გვჭირდება. ბევრს ვმუშაობ, ამ წელს ტრავმა არ მიმიღია, იმედს ვიტოვებ მომავალ წელსაც ასე იქნება. 2019 წლის დასაწყისს, ზუსტად ამავე განწყობით უნდა შევხვდეთ."-ციტირებს "ბაიერნის" პრეს-სამსახური ფრანკ რიბერის სიტყვებს.

ფრანკ რიბერისა და მიუნხენის "ბაიერნს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 2019 წლის 30 ივნისს ეწურება. სულ რამდენიმე დღის წინ, გამოცემა Fanatik-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ზემოხსენებული ფეხბურთელი, მომავალ სეზონში, "გალათასარაის" რიგებში ვიხილოთ.

წყარო 2
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..