» » As : ერნანდესი სეზონის ბოლომდე მადრიდში რჩება

As : ერნანდესი სეზონის ბოლომდე მადრიდში რჩება

25-12-2018, 12:09 -ss- ტრანსფერები / ჭორები 0

As : ერნანდესი სეზონის ბოლომდე მადრიდში რჩება
მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი ლუკა ერნანდესი, მიმდინარე სეზონის ბოლომდე, თავის ამჟამინდელ კლუბში იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა As-ი ავრცელებს. წყაროს თქმით, "ატლეტიკოს" დირექცია მიუნხენელთა დელეგაციას შეხვდა, რომელთაც "ბავარიის" პრეზიდენტი ული ჰიონესი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგე ხელმძღვანელობდა.


"ატლეტიკოს" სპორტულმა დირექტორმა ანდრეა ბერტამ და აღმასრულებელმა დირექტორმა მიგელ ანხელ ჰილ მარინმა, "ბავარიელ" კოლეგებს აუხსნეს, რომ ესპანური გუნდი არ აპირებს ერნანდესის გაყიდვას და ფეხბურთელთან, სეზონის მეორე წრეში, მოლაპარაკების დაწყებას აანონსებს კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. თავის მხრივ გერმანული გრანდი, ზამთრის შეხვენების დროს აღარ გეგმავს ხსენებული უკანახაზელის გამოსყიდვას - ამტკიცებს გამოცემა.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ პორტალი El Pais ამტკიცებდა, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" ლუკა ერნანდესთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, რომლის თანახმადაც ხსენებული ფეხბურთელი წლიური გასამრჯელოს სახით 8,5 მილიონ ევროს მიიღებდა და იგი 4 წლის ვადით იასპარეზებდა გერმანიის "რეკორდმაისტერში". თავის მხრივ, სახელდებოდა კონკრეტული სატრანსფერო თანხაც - 80 მილიონი ევროს ოდენობით.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..