» » პავარი : ახლა მხოლოდ "შტუტგარტზე" ვფიქრობ

პავარი : ახლა მხოლოდ "შტუტგარტზე" ვფიქრობ

25-12-2018, 14:10
0123
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტის" მცველმა ბენჟამენ პავარმა, გამოცემა Le Parisien-თან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან არსებულ დაინტერესებაზე ისაუბრა. 22 წლის უკანახაზელის განცხადებით, ამჟამად იგი მხოლოდ "შტუტგარტზე" ფიქრობს და "ბავარიასთან" რაიმე სახის კონტრაქტზე ხელმოწერას უარყოფს.


"ბავარიასთან" რაიმე სახის ხელშეკრულებაზე ხელი არ მომიწერია. როდესაც შენით ასეთი დონის კლუბი ინტერესდება ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ მოცემულ მომენტში მთელი ჩემი ყურადღება მხოლოდ "შტუტგარტისკენაა" მიმართული. მომავალ ზაფხულზე არ ვფიქრობ."-ციტირბეს გამოცემა Le Parisien ბენჟამენ პავარის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ბოლო დროს დასავლური პრესა სულ უფრო აქტიურად წერს, ზემოხსენებული ფეხბურთელის მიმართ, მიუნხენური გიგანტის ინტერესზე. გავრცელებული ცნობის თანახმად "ბავარია" ბენჟამენ პავარში 35 მილიონ ევროს იხდის. მოსალოდნელია, რომ გარიგება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შედგეს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..