» » რაფინია : "ბავარიაში" ასპარეზობის პერიოდი დასასრულს უახლოვდება

რაფინია : "ბავარიაში" ასპარეზობის პერიოდი დასასრულს უახლოვდება

27-12-2018, 15:15 -ss- სიახლეები 0

რაფინია :
მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელი ლეგიონერი, მარსიო რაფაელ ფერეირა დე სოუზა, იგივე რაფინია გერმანიის "რეკორდმაისტერში" საკუთარ ბოლო სეზონს ატარებს. 33 წლის ფეხბურთელის განცხადებით, მომავალ ზაფხულს იგი დიდი ალბათობით მიუნხენს დაემშვიდობება და ასპარეზობას სავარაუდოდ, მშობლიურ ბრაზილიაში გააგრძელებს.


"ბავარიაში" ასპარეზობის პერიოდი დასასრულს უახლოვდება. უახლოეს ნახევარ წელიწადში ბევრი, რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია ამ კლუბში. ვაპირებ, წყნარად დავტკბე ამ ექვსი თვით. "ბაიერნის" მიმართ ჩემი პატივისცემის გამო, ამ დრომდე არავისთან მოლაპარაკება არ მიწარმოებია, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ ბრაზილიაში დავბრუნდე"-ციტირებს გამოცემა Bayern & Germany გამოცდილი უკანახაზელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რაფინია გერმანული გრანდის რიგებში 2011 წლიდან ირიცხება. 7 წლის განმავლობაში მან 15 ტიტული მოიპოვა. ექვსჯერ იზეიმა გერმანიის ჩემპიონობა, სამჯერ აღმართა ნაციონალური თასი და ამდენჯერვე სუპერთასი. 2013 წელს კი უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..