» » სავარჯიშო შეკრება დაწყებულია

სავარჯიშო შეკრება დაწყებულია

5-01-2019, 11:13 -ss- სიახლეები 0

სავარჯიშო შეკრება დაწყებულია
პარასკევს, ადგილობრივი დროით ზუსტად 16:40 საათზე, თომას მიულერი და კომპანია დოჰას ესტუმრნენ, ქალაქი სადაც "ბავარიელებმა" სავარჯიშო შეკრება უნდა გაიარონ. გუნდს თბილი მიღება ელოდა, ეს მხოლოდ არსებულ ტემპერატურას (+20 გრადუსი ცელსიუსი) როდი ეხება, აეროპორტში მიუნხენურ კლუბს Red Falcons-ის წევრები შეეგებნენ.

დათოვლილი მიუნხენიდან მხურვალე დოჰაში მგზავრობამ 5 საათს შეადგინა. ბორტზე იმყოფებოდნენ, ჟურნალისტები, მომსახურე პერსონალი და თავად ფეხბურთელების მნიშვნელოვანი ნაწილი. კაპიტანი მანუელ ნოიერი, რობერტ ლევანდოვსკი, არიენ რობენი და "ბაიერნის" სპორტული დირექტორი -ჰასან სალიჰამიჯიჩი კი ყატარს ინდივიდუალურად, საკუთარი გზით პირდაპირ შვებულებიდან ეწვივნენ.


პირველი ვარჯიში


ბორტზე ასევე იმყოფებოდა, "ბავარიელთა" ახალწვეული ალფონსო დევისი, რომელმაც საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად რამდენიმე ვარჯიშის გამართვა უკვე მოასწრო. ამჟამად კი კანადელ ტალანტს, ახალ კოლექტივთან ერთად საკუთარი პირველი სავარჯიშო შეკრება ელის. "ალფონსო -შესანიშნავი ადამიანია, შესანიშნავი მახასიათებლებით." განაცხადა სალიჰამიჯიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში და დაამატა, რომ "მას უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მცირე დროის შემდეგ იგი საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას მოახდენს."

18 წლის ფეხბურთელს, საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა დოჰაში ნამდვილად მიეცემა. ჩაფრენის დღის გამოკლებით, ნიკო კოვაჩმა ვარჯიშები დღის განმავლობაში ორჯერ მოითხოვა. პარასკევს საღამოს გუნდმა მსუბუქი მოთელვა მოაწყო, შაბათ დღეს კი ფეხბურთელები ნამდვილ დატვირთვებს შეუდგნენ. გუნდს აშკარად ემჩნეოდა, რომ მეორე წრისთვის მზადებას მთელი კონცენტრაციით გადის.

ხორვატი სპეციალისტი დარმუნებულია, რომ მისი ფეხბურთელები მომავალი დღეების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ. "ვგრძნობ, რომ ბიჭებს მთელი გულით სურთ 100 %-ით დახარჯვა, მათი მიზანია "ბორუსიელებს" ჩემპიონობისათვის ბრძოლაში, ტოლი არ დაუდონ." არიენ რობენმა კი შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა : "ზამთრის შესვენების შემდეგ, მსურს კვლავ გავიღო ჩემი მაქსიმუმი, იმისათვის რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ." 34 წლის ჰოლანდიელისათვის, "ბავარიაში" გატარებული 10 წლის თავზე, ეს მისი უკანასკნელი სავარჯიშო შეკრება იქნება. როგორც ცნობილია, მიმდინარე სეზონის დასასრულს რობენი გერმანულ გრანდს დაემშვიდობება.

სავარჯიშო შეკრება დაწყებულია
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..