» » დღე მეორე : გნაბრი საერთო ჯგუფს დაუბრუნდა

დღე მეორე : გნაბრი საერთო ჯგუფს დაუბრუნდა

6-01-2019, 12:07 -ss- სიახლეები 0

დღე მეორე : გნაბრი საერთო ჯგუფს დაუბრუნდა
სერჟ გნაბრისათვის სავარჯიშო შეკრება, არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო. ახალგაზრდა ვინგერი, საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად, მოედანზე კი იმყოფებოდა, თუმცა მიღებული ტრავმის გამო, მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით თუ მუშაობდა. შაბათს საღამოს კი გნაბრი უკვე საერთო ჯგუფს დაბრუნებოდა.

"ბოლომდე აღვიდგინე ფიზიკური კონდიციები, მოხარული ვარ რომ კვლავ გუნდთან ერთად ვიმყოფები და მაქვს შესაძლებლობა მაქსიმუმი გავიღო."-აცხადებდა 23 წლის ფეხბურთელი. გნაბრი მონაწილეობას იღებდა, გუნდის მიერ შესრულებულ უკლებლივ ყველა დატვირთვაში და გარდა ამისა, მუშაობდა ფიზიკური მახასიათებლების გაუმჯობესებაზეც. "ეს ვარჯიში ძალზედ გადატვირთული იყო. მოკლე მანძილზე ბევრი სპრინტი შევასრულეთ, ასევე იყო კიბეებზე დატვირთვებიც. საკმაოდ რთული იყო."


რობენი როგორც მაგალითი


დილით, გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, სათადარიგო მოედანზე არიენ რობენთან ერთად ვარჯიშობდა. "არიენი აჩქარებებზე მუშაობდა, მე კი მეტწილად ბურთთან ვიყავი. ჩვენ სადილის შემდგომი ვარჯიშებისთვის ვემზადებოდით."-აღნიშნავდა გნაბრი, რომელიც არიენ რობენის შემყურე, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო. "ძალიან მომწონს, როდესაც მისგან ვსწავლობ. იგი მუდამ თავდაუზოგავად მუშაობდა მრავალი წლის განმავლობაში და ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია. როდესაც მის მონაგარს უყურებ, გიჩნდება სურვილი ასეთივე გულმხურვალე მუშაობით, შენც მსგავს წარმატებებს მიაღწიო."

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე საღამოს ნიკო კოვაჩის განკარგულებაში, პრაქტიკულად მთელი შემადგენლობა იყო თავმოყრილი. მხოლოდ კოკო ტოლისო და არიენ რობენი აგრძელებენ ინდივიდუალური პროგრამით მუშაობას. მატს ჰუმელსი, რომელმაც ზურგის არეში არსებული ტკივილების გამო, დილის ვარჯიში გააცდინა, კვლავ ჯგუფთან ერთად იყო წარმოდგენილი. "საფარი შესანიშნავ მდგომარეობაშია, აქ ბრწყინვალე პირობები გვაქვს შექმნილი. ახლა მთელმა გუნდმა, ეს სავარჯიშო შეკრება უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ როდესაც მეორე წრე დაიწყება, დასახული მიზნების მიღწევა შევძლოთ."-აცხადებდა სერჟ გნაბრი.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..