» » კოვაჩი : საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ

კოვაჩი : საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ

6-01-2019, 13:07 -ss- სიახლეები 0

კოვაჩი : საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად ქალაქ დოჰაში იმყოფება, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში კლუბში არსებულ მდგომარეობაზე და დასახულ მიზნებზე საუბრობს. კოვაჩის განცხადებით, ყატარში მისი გუნდისათვის იდეალური პირობებია შექმნილი. თითოეული ფეხბურთელი კი თავდაუზოგავად შრომობს, იმისათვის რათა სეზონის მეორე წრეს, შესატყვის ფიზიკურ კონდიციებში შეხვდეს.

"ახლა გერმანიაში ფეხბურთის თამაში ძალიან რთულია. აქ კი გვაქვს ყველაფერი, რაც გვესაჭიროება. ბოლოს და ბოლოს ჩვენ მხოლოდ ერთი კვირა გვაქვს დარჩენილი. ბუნდესლიგის დაწყებამდე, აუცილებელია საჭირო რითმში შევიდეთ. როდესაც ვთამაშობთ, ბურთს ვფლობთ, ასეთ დროს კი გადაწყვეტილებებს უნდა ვპოულობდეთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც წნეხის ქვეშ ვიმყოფებით."

"ახლა ჩვენ ვხედავთ ნამდვილ რბოლას. ექვსქულიანი ჩამორჩენის, რაც შეიძლება სწრაფად, აღმოფხვრა გვწადია. არ ვაპირებთ, რაღაც ვერბალური შეტევების განხორციელებას, ჩვენ წყნარად ვგეგმავთ საშინაო დავალების შესრულებას. კარგი თამაშით და კარგი შედეგებით, გვსურს "ბორუსიაზე" ზეწოლა გავაძლიეროთ."

"რაც შეეხება "ლივერპულთან" მოახლოებულ დაპირისპირებას, შეუძლებელია გადადგა პირდაპირ მეორე ნაბიჯი, თუ მას პირველი არ უსწრებს წინ. ჩვენ წინ ძალიან ბევრი საქმე გველის, პირველ რიგში კი ბუნდესლიგა."

"ამ კვირის განმავლობაში, ყველას ექნება შესაძლებლობა საკუთარი თავი წარმოაჩინოს. არავინ არ უნდა იფიქროს, რომ იგი ასი პროცენტით ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. რაც შეეხება სერჟ გნაბრის იგი ტკივილებს აღარ განიცდის, რობენს კი ვაკვირდებით. იგი ჯერჯერობით არ არის მზად სათამაშოდ, მანამდე არიენი ინდივიდუალურად იმუშავებს."-აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..