» » დღე მესამე: ინტენსიური ვარჯიშები და კარგი სიახლე კოკო ტოლისოს შესახებ

დღე მესამე: ინტენსიური ვარჯიშები და კარგი სიახლე კოკო ტოლისოს შესახებ

7-01-2019, 14:02 -ss- სიახლეები 0

დღე მესამე: ინტენსიური ვარჯიშები და კარგი სიახლე კოკო ტოლისოს შესახებ
დოჰაში დრო თითქოს განსაკუთრებით სწრაფად გადის. სეზონის მეორე ნახევრის დაწყებამდე, მიუნხენელებს მხოლოდ ერთი კვირა რჩებათ. დღე - საკმაოდ დატვირთულ ვარჯიშებს მოიცავს. "ვარჯიშები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს"-აცხადებდა ჟურნალისტებთან საუბრისას ლეონ გორეცკა, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი დრო არ რჩება ბაზა Aspire Zone-ს დატოვებისათვის.

"თავისუფალი დრო, პირველი ორი დღის განმავლობაში, გამოვიყენე იმისათვის, რომ დამესვენა. შესაძლებელია ფილმების ყურება ან მცირე ხნით ბანქოთი გართობა. ყველას გულმოდგინე მუშაობა და კარგ ფიზიკურ კონდიციებში შესვლა გვსურს."-აღნიშნავდა 23 წლის ნახევარმცველი.


მიულერი : ვარჯიშები "კატეგორია არასასიამოვნოდან"


კვირა დღეს, დილით "ბავარიელები" განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ გადაცემების დამუშავებას და კარის მიმართულებით დარტყმების განხორციელებას. თომას მიულერს კი არა ზემოხსენებული ვარჯიშები, არამედ აჩქარებებზე მუშაობა დაამახსოვრდა, რომელთაც ხელმძღვანელობას უწევდა "ჩვენი პატივცემული პროფესორი, ბატონი ჰოლგერ ბროიხი." მიულერისათვის ეს ვარჯიშები "კატეგორია არასასიამოვნო"-დან გახლდათ.

თუმცა მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თომასი კარგად აცნობიერებდა, რომ სამწვრთნელო შტაბი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს დატვირთვების გადანაწილებაზე. "ზამთრის შესვენების დროს, მოსამზადებელი სამუშაო განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩევა, უკვე 18 იანვარს ჩვენ ორთაბრძოლის გამართვა მოგვიწევს."-აცხადებდა 29 წლის შემტევი, რომელიც დარწმუნებულია, რომ გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება. "მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კარგ ფორმაში ვართ. შვებულებიდან 10 დღის თავზე შეუძლებელია, არსებული კონდიციები მკვეთრად დაკარგო."


ტოლისოს წარმატება


საღამოს ნიკო კოვაჩმა, საკუთარი შეგირდები მორიგი სავარჯიშო სესიისათვის შეკრიბა. არიენ რობენი და კორენტინ ტოლისო, კვლავ სათადარიგო მოედანზე მუშაობდნენ - ინდივიდუალური პროგრამით. ტოლისოს შესახებ ერთი კარგი ინფორმაცია ვრცელდება. პირველად, სექტემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ, ფრანგმა ნახევარმცველმა ვარჯიშები ტკივილის გარეშე ჩაატარა.

გაწეული დაუღალავი შრომისათვის, ხორვატმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდი დააჯილდოვა. ორშაბათს დილის ვარჯიში აღარ ჩატარდება. ასე, რომ ლეონ გორეცკასა და კომპანიას მიეცემათ დრო, მცირე ექსკურსიის მოსაწყობად.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..