» » ნოიერი : მეორე წრეს ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ

ნოიერი : მეორე წრეს ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ

8-01-2019, 11:07
078
მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი მანუელ ნოიერი, რომელიც ამჟამად სეზონის მეორე წრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გუნდთან ერთად, ქალაქ დოჰაში გადის, fcbayern.com-ის სტუმარია. ჟურნალისტთან მიცემულ ინტერვიუში გამოცდილმა კიპერმა გუნდში არსებულ განწყობაზე და დასახულ მიზნებზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ იმით, რომ გუნდთან ერთად მეორე წრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გავდივარ. ჩვენი მიზანია, ეს სამუშაო გავწიოთ იმგვარად, რომ სეზონის მეორე ნახევარს ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში შევხვდეთ. გვაქვს ასპექტები, რომელთა გამოსწორებაც გვმართებს. ჩვენ ძალზედ მოტივირებულები ვართ. რაც შეეხება "ბორუსიასთან" პაექრობას, ვისურვებდი, რომ ბოლოს და ბოლოს როლები გაგვეცვალა. სეზონის განმავლობაში თითოეულ გუნდს აქვს არასახარბიელო პერიოდი, შესაძლებელია ასეთი პერიოდი "დორტმუნდელებსაც" დაუდგეთ."

"ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებების მიღწევა და საშინაო დავალების შესრულება გვმართებს. ეს ძალზედ რთული იქნება. ჩვენ ახალი გამარჯვებების სერია წამოვიწყეთ, რომელსაც თან ახლავს საკუთარი კარის მშრალად შენახვა, ვფიქრობ ეს პოზიტიური სიგნალია. სავარჯიშო შეკრებაზე ჩვენ კარგი წინათგრძნობა შევიძინეთ."

"საფეხბურთო სეზონის პირველი ნახევარი, რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა. მათ შორის, პირადად ჩემთვისაც. ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ამას ვგეგმავდი. რაც შეეხება "ლივერპულთან" მოახლოებულ დაპირისპირებას შანსები 50/50-ზეა. "ლივერპულს" დიდი პატივისცემით ვუყურებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან გახარებულები არ იქნებიან, იმით რომ მეტოქედ "ბავარია" ხვდათ წილად."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..