» » რობენი : ეს ჩემთვის დიდი პატივია

რობენი : ეს ჩემთვის დიდი პატივია

8-01-2019, 11:57 -ss- სიახლეები 0

რობენი : ეს ჩემთვის დიდი პატივია
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, რომელიც თავის უკანასკნელ სეზონს ატარებს მიუნხენური კლუბის რიგებში, მილანის "ინტერის" დაინტერესებას იწვევს. გამოცემა Football Italia-სთან მიცემულ ინტერვიუში, ვეტერანმა ვინგერმა ზემოხსენებული ინფორმაციის თაობაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია იყოს მილანური გუნდის რადარზე.


"ვამაყობ იმით, რომ მილანის "ინტერის" ინტერესის სფეროში მოვხვდი. ბოლო რამდენიმე კვირა ძალიან გადატვირთული იყო, განსაკუთრებით მამაჩემისთვის, რომელიც ამავე დროს ჩემი აგენტიც არის. სასიამოვნოა, როდესაც მესმის, რომ კლუბები ჩემით ინტერესდებიან."

"ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მზად ვარ განვიხილო წინადადებები. მსურს მოთმინება გამოვიჩინო და ყურადღება გავამახვილო ამჟამინდელ კლუბში ასპარეზობისკენ. არ ვიცი როდის, მაგრამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებ. სეზონის დასრულებას არ დაველოდები, მე მყავს ოჯახი და ჩემი მომავალი გეგმები წინასწარ უნდა დავსახო. გავიმეორებ "ინტერის" დაინტერესება ჩემს მიმართ - ეს დიდი პატივია."-ციტირებს არიენ რობენის სიტყვებს გამოცემა Football Italia
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..