» » მიულერი: "ბორუსიამ" მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია

მიულერი: "ბორუსიამ" მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია

8-01-2019, 12:23 -ss- სიახლეები 0

მიულერი:
გერმანული გრანდის შემტევმა თომას მიულერმა, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, ბუნდესლიგაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. 29 წლის ფეხბურთელის განცხადებით "ბორუსიელებმა" სეზონის პირველი წრე ჩინებულად წარმართეს და ღირებულ რეზულტატსაც მიაღწიეს. ახლა "ბავარიელებს" თითოეული თამაშის მოგება მართებთ, რათა საჩემპიონო რბოლას არ გამოეთიშნონ.


"დორტმუნდის "ბორუსიამ" სეზონის პირველი ნახევარი შთამბეჭდავად ჩაატარა და ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია. მახსოვს რამდენიმე შეხვედრაში მათ გამარჯვება მხოლოდ ერთი გოლით მოიპოვეს, რამდენიმე მატჩში კი მარცხდებოდნენ. "ბორუსიელები" ძლიერები არიან, არა მხოლოდ ფიზიკური თვალსაზრისით, არამედ ფსიქოლოგიური ასპექტითაც. იყო ორთაბრძოლები, რომლებიც გამოირჩეოდა დაძაბულობით. ყველას გვაიტერესებს, როგორ დამთავრდება სეზონი, რა თქმა უდნა, იმედს ვიტოვებთ, რომ "ბორუსია" წაიბორძიკებს. ამასთან ერთად ჩვენ საკუთარ ქულებზე კონცენტრაციის გამახვილება გვმართებს."-ციტირებს გამოცემა Goal-ი თომას მიულერის სიტყვებს.

შეგახსენებთ, მოცემულ მომენტში დორტმუნდის "ბორუსია" მოპოვებული 42 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე პოზიციონირებს და თავის უშუალო კონკურენტს მიუნხენის "ბაიერნს" 6 ქულით უსწრებს. მეორე წრის პირველი შეხვედრები 18,19 და 20 იანვარს გაიმართება.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..