» » Sky Sport : "ბაიერნს" კალუმ ჰადსონ-ოდოი სურს

Sky Sport : "ბაიერნს" კალუმ ჰადსონ-ოდოი სურს

8-01-2019, 12:52
0132
ლონდონის "ჩელსის" შემტევი კალუმ ჰადსონ-ოდოი, შესაძლებელია უახლოეს პერიოდში მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sky Sport ავრცელებს. წყაროს თქმით 18 წლის მოიერიშემ, პირადად მიმართა თხოვნით "ლურჯების" დირექტორს მარინს გრანოვსკის, იმის თაობაზე რომ მას ასპარეზობის გაგრძელება სწორედ გერმანიის "რეკორდმაისტერში" სურს. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი ზამთრის პერიოდში შედგეს.

სახელდება მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან შეთავაზებული კონკრეტული თანხაც - 33 მილიონი ევროს ოდენობით, თუმცა ამავე წყაროზე დაყრდნობით "არისტოკრატები" აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებისათვის 40 მილიონს ითხოვენ. აქვე გეტყვით, რომ კალუმ ჰადსონ-ოდოის ტრანსფერზე პრეტენზიას ტურინის "იუვენტუსიც" აცხადებს - ამ სიახლეს ამჯერად გამოცემა Mirror-ი აქვეყნებს.

18 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი ლონდონის "ჩელსის" შემადგენლობაში 2018 წლის 1 ივლისიდან ირიცხება. მისი მოქმედი კონტრაქტი კი 2020 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. 2018-2019 წლის სეზონში ჰადსონ-ოდოიმ სულ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გახდა 2 გატანილი გოლის და 5 შედეგიანი გადაცემის ავტორი.

წყარო 2
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..