» » ხამესი - "არსენალში" , დიბალა - "ბავარიაში" ?

ხამესი - "არსენალში" , დიბალა - "ბავარიაში" ?

8-01-2019, 13:20 -ss- ტრანსფერები / ჭორები 0

ხამესი -
მიუნხენის "ბაიერნის" ირგვლივ, სატრანსფერო სიახლეებთან დაკავშირებით, უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად წარმოგიდგენთ გამოცემა Mirror-ისა და იტალიურ ინტერნეტ-პორტალ Tuttosport-ის მიერ გავრცელებულ ნიუსებს, რომელთა ეპიცენტრში კვლავ გერმანიის "რეკორდმაისტერი" ფიგურირებს.


როგორც იტალიური პრესა იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ პაოლო დიბალას თაობაზე პოტენციური მყიდველებისგან კონკრეტული წინადადებები უკვე მიიღო. ხსენებული ფეხბურთელის მომსახურებით დაინტერესებულია სამი ტოპ-გუნდი. "პარი სენ-ჟერმენი" მანჩესტერ "სიტი" და მიუნხენის "ბაიერნი". ცნობილია, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იტალიელები არგენტინელ ფეხბურთელთან გამომშვიდობებას არ აპირებენ, თუმცა თანახმანი არიან სეზონის ბოლოს ხსენებული ნახევარმცველი იმ პირობით გაუშვან თუ მათი საბანკო ანგარიში 100 მილიონი ევროთი შეივსება. სწორედ ამ თანხას ითხოვს "ბებერი ქალბატონი" პაულო დიბალას ტრანსფერში.

რაც შეეხება ხამეს როდრიგესის საკითხს. ფეხბურთელი, რომელიც მიუნხენის "ბაიერნში" არენდის წესით ასპარეზობს და რომლის საკონტრაქტო უფლებები კვლავაც მადრიდის "რეალის" ხელშია, შესაძლებელია ლონდონში გადაბარგდეს. "არსენალი" მზად არის კოლუმბიელი ნახევარმცველისათვის 70 მილიონი ევრო გაიღოს. როდრიგესს "ბავარიაში" ასპარეზობის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება. მიუხედავად ამისა "ბაიერნს" აქვს შესაძლებლობა 42 მილიონი ევროს გადახდის სანაცვლოდ გაიაქტიუროს ოფცია ფეხბურთელის გამოსყიდვის შესახებ. როგორ წარიმართება მოვლენები, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

წყარო 2
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..