» » Bild: ვერნერისათვის ბრძოლაში "ბორუსიაც" ერთვება

Bild: ვერნერისათვის ბრძოლაში "ბორუსიაც" ერთვება

8-01-2019, 14:28 -ss- ტრანსფერები / ჭორები 0

Bild: ვერნერისათვის ბრძოლაში
გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, დორტმუნდის "ბორუსია" და მიუნხენის "ბაიერნი" ერთმანეთისათვის დაუძინებელი მტრები რომ არიან, ეს არავისთვის სიახლე არ არის, თუმცა როგორც აღმოჩნდა "ყვითლები" 'ბავარიელებს" კონკურენციას სატრანსფერო ბატალიებშიც უწევენ.


როგორც ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი იუწყება, ტიმო ვერნერისათვის ბრძოლაში დორტმუნდის "ბორუსიაც" ერთვება. 22 წლის შემტევის გადაბირება დორტმუნდელების გარდა "ლივერპულს", "მილანს" და ტურინის "იუვენტუსაც" სურს. ვერნერის მიმართ მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესზე კი უკვე წლებია რაც იწერება. Bild-ის ინფორმაციით "ლაიპციგი" ხსენებული ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში 60-70 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მეორე ფეხბურთელი, რომელიც ასევე მოხვდა დორტმუნდის "ბორუსიას" რადარზე, ეს ალვარო მორატაა. როგორც გამოცემა Marca იტყობინება, გერმანულმა კლუბებმა (იგულისხმება "ბორუსია" და "ბავარია") უკვე მიმართეს ლონდონის ჩელსის ხელმძღვანელობას ხსენებული ტრანსფერის თაობაზე, თუმცა "არისტოკრატები" ამ ეტაპზე თავს იკავებენ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან. ალვარო მორატას მიმართ ინტერესს "სევილია" და "მილანიც" იჩენს. "სევილიას" აღნიშნული ფეხბურთელის არენდის წესით აყვანა სურს, "მილანი" კი მას გონსალო იგუაინის შემცვლელად განიხილავს.

წყარო 2
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..