» » დღე მეოთხე : უკან სამუშაოსკენ ახალი ძალებით !

დღე მეოთხე : უკან სამუშაოსკენ ახალი ძალებით !

8-01-2019, 15:53 -ss- სიახლეები 0

დღე მეოთხე : უკან სამუშაოსკენ ახალი ძალებით !
ორშაბათს დილით, ნიკო კოვაჩმა საკუთარ შეგირდებს დასვენების უფლება მისცა. ამ "ფანჯარას" ყველა თავისებურად იყენებდა. რობერტ ლევანდოვსკი, ლეონ გორეცკა და მატს ჰუმელსი სასტუმროს ტერასაზე ისვენებდნენ, კორენტინ ტოლისომ კი სარეაბილიტაციო სავარჯიშოებს მიჰყო ხელი. "ბავარიელთა" კიპერი მანუელ ნოიერი, მწვრთნელ ტონი ტაპალოვიჩთან ერთად, საფეხბურთო კლუბ "ბრიუგეს" ვარჯიშებს აკვირდებოდა. შეგახსენებთ, ბელგიური კლუბი მეორე წრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ასევე ბაზა Aspire Zone-ზე გადის.

დანარჩენი "ბავარიელები" საკუთარ ნომრებში დარჩნენ. ყველა კარგად აცნობიერებდა, რომ წინ რამდენიმე გადატვირთული დღე ელოდათ. ამ დროს კი უმჯობესია დაისვენო. "მათ ვინც უკვე იმყოფებოდა სავარჯიშო შეკრებაზე, კარგად იცის თუ რისი გაკეთება სჯობს თავისუფალ დროს."-განაცხადა მანუელ ნოიერმა. წარმატებული შეკრების გასაღები მისი სწორი დაგეგმვაა. "თუ შენ შეკრებაზე მომზადებული არ იქნები, მაშინ ორმაგად რთული იქნება."-დასძინა მანუმ.

ასე, რომ მთელმა გუნდმა კარგად დასვენების გადაწყვეტილება მიიღო იმისათვის, რომ უკვე საღამოს დაგეგმილ ვარჯიშებზე ახალი ძალებით ეასპარეზათ. თითქმის ყველა ფეხბურთელი, კოკო ტოლისოსა და არიენ რობენის გარდა, რომლებიც ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდნენ, ნიკო კოვაჩის განკარგულებაში იყო. საღამოს გამართული ვარჯიშის პროგრამა მრავალფეროვანი გახლდათ. გუნდმა იმუშავა გადაცემების სწორად შესრულებაზე, მეტოქე გუნდის შევიწროვებაზე და ე. წ შემტევ პრესინგზე.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..