» » დღე მეხუთე: ინტენსიური ვარჯიში დილით და თავისუფალი საღამო

დღე მეხუთე: ინტენსიური ვარჯიში დილით და თავისუფალი საღამო

8-01-2019, 16:34
081
ეკვატორი გადალახულია! დოჰაში სავარჯიშო შეკრების მეორე ნაწილი დაიწყო. ფეხის არეში სიმძიმეები უკვე შეინიშნება, თუმცა ფეხბურთელებს რამდენიმე დატვირთული დღის გადატანა ჯერ კიდევ მოუწევთ. "ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობდით ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად, ბევრი ძალისმიერი ვარჯიშები გავმართეთ. სავსებით ნორმალურია, როდესაც ასეთი პროგრამის შემდეგ დაღლილობას განიცდი." -გააზიარა საკუთარი შთაბეჭდილებები ნიკლას ზიულემ.

სამშაბათს დილით, ისევე როგორც წინა დღეებში, "ბავარიელებმა" მხურვალედ იმუშავეს ფიზ-მომზადებაზე. სპრინტები მოკლე დისტანციაზე, ვარჯიში სიმძიმეებით, ძალისმიერი დატვირთვები და ა.შ ამასთან სერჟ გნაბრი, იოზუა კიმიხი და რაფინია სპორტ დარბაზში ინდივიდუალური პროგრამით იტვირთებოდნენ. იგივე ითქმის კორენტინ ტოლისოს და არიენ რობენის შემთხვევაშიც. ორივე ეს მოთამაშე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კურსს გადის.



თავდაუზოგავ შრომას ნაყოფი მოაქვს


ვარჯიშის ბოლოს ნიკო კოვაჩმა ფეხბურთელებს 2-2 ზე თამაშის მითითება მისცა. მინი ტურნირზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა და მიუხედავად არსებული გადაღლილობისა, პროცესისაგან თითოეული ფეხბურთელი დიდ სიამოვნებას იღებდა. ყოველი გატანილი გოლი და წარმატებული მოქმედება აპლოდისმენტებს იმსახურებდა. "ბავარიაში" კარგად უწყიან, რომ გულმოდგინე შრომა სასურველ შედეგს მოიტანს.

"ეს მუშაობა ჩვენ მეორე წრეში აუცილებლად წაგვადგება. წინ კიდევ გვაქვს რამდენიმე დღე, მანამ სანამ პირველ ორთაბრძოლას გავმართავთ. ვფიქრობ ამ დღეების განმავლობაში სწორედ ასეთი მაღალი აქტივობით ვივარჯიშებთ. სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ "ჰოფენჰაიმთან" გასამართ მატჩს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ." განაცხადა ნიკლას ზიულემ. თავის მხრივ, მიუნხენელთა ხორვატმა თავკაცმა ნიკო კოვაჩმა კი გუნდი თავისუფალი საღამოთი დააჯილდოვა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..