» » დევისი : ჩემთვის დიდი პატივია ამ დიდებულ კლუბში ასპარეზობა

დევისი : ჩემთვის დიდი პატივია ამ დიდებულ კლუბში ასპარეზობა

9-01-2019, 11:26 -ss- სიახლეები 1

დევისი : ჩემთვის დიდი პატივია ამ დიდებულ კლუბში ასპარეზობა
"Servus, wie geht’s?“, გერმანულად მიესალმა პრეს-კონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს, მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული ალფონსო დევისი. სამშაბათს 18 წლის ტალანტი პირველად წარსდგა პრესის წარმომადგენლებთან, ამჯერად უკვე მიუნხენური კლუბის მაისურით.

სულ რაღაც 7 კვირის წინ, როდესაც დევისი "ბავარიას" პირველად სტუმრობდა, სიტუაცია კარდინალურად განსხვავებული იყო. ის ფეხბურთელები, ვისთან ერთადაც ალფონსო ყოველდღიურ რეჟიმში სავარჯიშო მოედანზე იმყოფება, უწინ მხოლოდ ტელევიზორში თუ ჰყავდა ნანახი. "როდესაც მათ ცოცხლად უყურებ, მათთან ერთად ერთ გუნდში თამაშობ, რა თქმა უნდა, ცოტას ნერვიულობ კიდეც". განაცხადა დევისმა, რომელმაც აქვე დასძინა, რომ "მისთვის ძალიან დიდი პატივია ასპარეზობდეს ასეთ დიდებულ კლუბში და მოედანზე ირჯებოდეს მსგავს ბრწყინვალე ფეხბურთელებთან ერთად."

პირველი ნაბიჯები მან უკვე გადადგა. ნოემბრის თვიდან მოყოლებული ალფონსო, თავის ახალ კოლეგებთან ერთად მუშაობს და ახლა მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს, დააგროვოს სათამაშო პრაქტიკა მეორე წრის განმავლობაში. "თითოეულ ვარჯიშზე მსურს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოვაჩინო, ის თუ რა შემიძლია და თუ მივიღებ შანსს, იმედს ვიტოვებ რომ მას გამოვიყენებ."-გააზიარა საკუთარი მოლოდინები "ბავარიელთა" ახალწვეულმა, მანამდე კი საკუთარ ამოცანად "გამოცდილი ფეხბურთელებისაგან გარკვეულ სწავლებას" მიიჩნევს.

კანადის წლის ფეხბურთელი, მიუნხენურ კლუბში 19 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. "ეს არის წელი, როდესაც მე ამ დიდებულ კლუბში დავიწყებ მოღვაწეობას."-დამაჯერებლად აღნიშნავდა ალფონსო. მანამდე კი ახალგაზრდა ფეხბურთელს ერთგვარი ინიციაციის გავლა მოუწევს. მან მთელი გუნდის წინაშე სიმღერა უნდა შეასრულოს. "ამის შესახებ ტიაგო მიყვებოდა. უნდა ვეცადო და შესაბამისი სიმღერა ავარჩიო"-ღიმილით აცხადებდა ინტერვიუს დასასრულს დევისი.
0
0

-ss- (9 იანვარი 2019 11:26)

მაგარ ჯანზეა ab
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.