» » ზიულე: ჩემპიონობის შანსი არ დაგვიკარგავს

ზიულე: ჩემპიონობის შანსი არ დაგვიკარგავს

9-01-2019, 11:47 -ss- სიახლეები 0

ზიულე: ჩემპიონობის შანსი არ დაგვიკარგავს
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ნიკლას ზიულე, გერმანიის ჩემპიონატში არსებულ მდგომარეობაზე, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ზიულეს განცხადებით "ბავარიას" დაშვებული შეცდომები ქულების ტოლფასად დაუჯდა. მიუხედავად ამისა, მიუნხენური გრანდი კვლავ ინარჩუნებს შანსს გახდეს ბუნდესლიგის გამარჯვებული - ამტკიცებს "ბავარიელთა" უკანახაზელი.


"გერმანიაში საუკეთესო გუნდი გვყავს, ჩვენ შეცდომები დავუშვით, რომელიც დაკარგულ ქულებად დაგვიჯდა. ლიდერს ექვსი ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ წინ 17 მატჩი გველოდება. ვეცდებით თოთოეულ მათგანში გამარჯვებას მივაღწიოთ და ვიმედოვნებთ, რომ დორტმუნდის "ბორუსია" შეცდომებს დაუშვებს. ვფიქრობ, ჩვენ კვლავ შეგვიძლია ჩემპიონები გავხდეთ."-ციტირებს გამოცემა Bayern & Germany ნიკლას ზიულეს სიტყვებს.

გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 17 ტურის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნს" 36 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. პირველადგილოსან დორტმუნდის "ბორუსიასთან" არსებული სხვაობა კი 6 ქულას შეადგენს. ბუნდესლიგის მე-18 ტურში "ბავარია" გასვლით შეხვედრაში "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდება. დორტმუნდი კი "ლაიპციგს" ეწვევა. ეს ორთაბრძოლა 19 იანვარს შედგება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.