» » FCB : "ბავარიამ" ბენჟამინ პავარი გაიფორმა

FCB : "ბავარიამ" ბენჟამინ პავარი გაიფორმა

9-01-2019, 14:32 -ss- ტრანსფერები / მთავარი ამბები 0

FCB :
გერმანიის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მიუნხენის "ბაიერნმა" ზამთრის პირველი შენაძენი განახორციელა. ბენჟამინ პავარი, რომელიც საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტის" ღირსებას იცავს, 2019 წლის 1 ივლისიდან "რეკორდმაისტერს" შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი - ჰასან სალიჰამიჯიჩი ავრცელებს. დოჰაში გამართული პრეს-კონფერენცია "ბრაზომ", სწორედ ზემოხსენებული სიახლით გახსნა.

"ბენჟამინ პავარი 2019 წლის 1 ივლისს შემოგვიერთდება. მან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს არის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც უკვე მოასწრო გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. ამით ძალიან გახარებულები ვართ და ამავე დროს ვამაყობთ, რომ საკუთარი რიგები, ასეთი დონის ფეხბურთელით შევივსეთ."-განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.

22 წლის ფეხბურთელს შეუძლია, როგორც დაცვის ცენტრალურ ზონაში თამაში, ასევე მარჯვენა პოზიციის დაკავება. რუსეთის ფედერაციაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის დროს, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მან ექვსი თამაში ჩაატარა. მის მიერ არგენტინის წინააღმდეგ გატანილი გოლი კი საუკეთესოდ აღიარეს, ზემოხსენებულ საფეხბურთო ფორუმზე. კორენტინ ტოლისოს შემდეგ იგი რიგით მეორე წევრი იქნება "ბავარიაში", რომელიც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ატარებს.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..