» » სალიჰამიჯიჩი : კალუმ ჰადსონ-ოდოი "ბაიერნის" სტილს ერგება

სალიჰამიჯიჩი : კალუმ ჰადსონ-ოდოი "ბაიერნის" სტილს ერგება

9-01-2019, 15:40 -ss- სიახლეები 0

სალიჰამიჯიჩი : კალუმ ჰადსონ-ოდოი
ლონდონის ჩელსის 18 წლის მოიერიშეს, კალუმ ჰადსონ-ოდოის მიმართ, მიუნხენის "ბაიერნის" დაინტერესებაზე უკვე ვწერდით. ამჯერად ამ საკითხს დამატებითი ინტრიგა შეძინა ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებმა, რომელიც მის მიერვე მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერდა. 42 წლის სპეციალისტმა ღიად დაადასტურა "ბაიერნის" სურვილი, ხსენებული ფეხბურთელის ხელში ჩაგდებისა და აღნიშნა, რომ კალუმი საკუთარი თამაშით ზედმიწევნით ერგება "ბავარიელთა" სტილს.

"ჰადსონ-ოდოი საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელია, რომლის შეძენაც ძალიან გვსურს. ჩვენს თამაშის სტილს იგი იდეალურად მიესადაგება. მას აქვს ბრწყინვალე დრიბლინგი, არის სწრაფი და მუდამ მიმართულია მეტოქე გუნდის კარისკენ."-ციტირებს ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებს Bayern & Germany.

კალუმ ჰადსონ-ოდოის "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მასზე პრეტენზიას მიუნხენის "ბაიერნის" გარდა, ტურინის "იუვენტუსიც" აცხადებს. "ბავარიელთა" პირვანდელ სატრანსფერო შეთავაზებას 33 მილიონი ევროს ოდენობით, ლონდონლებმა უარით უპასუხეს, ამის შემდეგ მიუნხენელებმა თანხმობა განაცხადეს 35 მილიონი ფუნტი სტერლინგის (რაც 39 მილიონი ევროს ტოლფასია) გადახდის შესახებ -ამტკიცებდა 8 იანვარს გავრცელებულ სიახლეში გამოცემა Sky Sports-ი.

წყარო 2
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.