» » ტორგან აზარი : აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ

ტორგან აზარი : აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ

9-01-2019, 16:11 -ss- ტრანსფერები / ჭორები 0

ტორგან აზარი : აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი ტორგან აზარი, რომლის მომავალსაც გარკვეული ევროპული გამომცემლობები მიუნხენის "ბაიერნს" უკავშირებდნენ, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ იგი მოცემულ მომენტში არსად წასვლას არ აპირებს და "გლადბახის" შემადგენლობაში თავს ძალზედ კომფორტულად გრძნობს.


"ვიდრე ზამთრის შესვენება დაიწყებოდა, მე ვესაუბრე ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობას და დავადასტურე, რომ მოცემულ მომენტში ჩემთვის მნიშვნელოვანია, მხოლოდ ის თუ როგორ შევძლებ დავეხმარო საკუთარ გუნდს და მივაღწიო მასთან ერთად წარმატებებს. ჩემი ფიქრები მხოლოდ "ბორუსიას" უკავშირდება. ბოლომდე კონცენტრირებული ვარ, გუნდში სამუშაოდ. ამ მომენტში კლუბის შეცვლაზე არ ვფიქრობ. არ ვიცი რა მოხდება მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, შესაძლოა გავახანგრძლივო კიდეც ხელშეკრულება, რადგანაც როგორც აღვნიშნე, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრებ მაშინ, როდესაც შესაფერისი დრო მოვა"-ციტირებს აზარის სიტყვებს მ'გლადბახის ოფიციალური ვებ-გვერდი.

25 წლის ფეხბურთელი მიონხენგლადბახის "ბორუსიას" შემადგენლობაში 2015 წლიდან ასპარეზობს. მის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურება. transfermarkt-ის ინფორმაციით აზარის ამჟამინდელი ღირებულება 38 მილიონ ევროს შეადგენს. 2018-2019 წლის სეზონში, ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის ეგიდით გამართულ 19 შეხვედრაში აზარმა 12 გოლის და 7 შედეგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.