» » კოვაჩი ბენჟამინ პავარის შესახებ საუბრობს

კოვაჩი ბენჟამინ პავარის შესახებ საუბრობს

9-01-2019, 19:44 -ss- სიახლეები 0

კოვაჩი ბენჟამინ პავარის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა, ბენჟამინ პავარის ტრანსფერთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა. ხორვატი სპეციალისტის განცხადებით, პავარის შეძენით იგი ბედნიერია. კოვაჩი მას საიმედო მცველად ახასიათებს და აღნიშნავს, რომ ბენჟამინს თანაბრად კარგად შეუძლია ასპარეზობა, როგორც ცენტრალურ, ისე განაპირა ზონაში.


"პავარი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც აქვს გამოცდილება ბუნდესლიგაში ასპარეზობის დროს, ყოფილიყო წარმოდგენილი, როგორც დაცვის ცენტრალურ ზონაში, ისე მარჯვენა ფლანგზე. მან მსოფლიო ჩემპიონატი, სწორედ განაპირა მცველის ამპლუაში მოიგო. მისი სურვილი იყო კარიერაში შემდგომი ნაბიჯი გადაედგა. ჩვენ მოხარულები ვართ, მასთან ხელშეკრულების გაფორმებით."-ციტირებს გამოცემა Bayern & Germany ნიკო კოვაჩის სიტყვებს.

შეგახსენებთ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა ცნობა, მიუნხენის "ბაიერნსა" და ბენჟამინ პავარს შორის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. 22 წლის უკანახაზელმა "ბავარიელებთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. პავარი გერმანულ გრანდს მიმდინარე სეზონის დარულების შემდგომ შეუერთდება, კერძოდ კი 2019 წლის 1 ივლისს.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..