» » ჰასან სალიჰამიჯიჩი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს

ჰასან სალიჰამიჯიჩი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს

10-01-2019, 12:11 -ss- სიახლეები 0

ჰასან სალიჰამიჯიჩი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა, რომელიც გუნდთან ერთად ყატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფება, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუდან, რომელსაც გერმანული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.




სავარჯიშო შეკრების შესახებ - "ყველაფერი ძალიან მარტივად არის. მთავარი მწვრთნელი და გუნდის მთლიანი შემადგენლობა, გულმოდგინედ შრომობდა. ვარჯიშებზე არსებული დატვირთვები კი ძალიან მაღალი იყო. წინ ჯერ კიდევ ორი სავარჯიშო დღე გველის, თუმცა ყველაზე მთავარია ფეხბურთელები ჯანმრთელად იყვნენ. ახლა ჩვენი ამოცანაა, მთელი ყურადღება "ჰოფენჰაიმთან" გასამართი მატჩისკენ მივმართოთ. მეორე წრე წარმატებული ასპარეზობით უნდა გავხსნათ, ვალდებულები ვართ კარგი თამაში ვაჩვენოთ."

სეზონის მეორე წრე... -"ახლა თითოეულ შეხვედრაზე გაცილებით მეტი უნდა ვიფიქროთ. მნიშვნელოვანია, თუ როგორ დავიწყებთ მეორე წრეს. "ჰოფენჰაიმთან" გამართულ ბოლო შეხვედრაში საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა ვერ მოვახერხთ, ასე რომ გვაქვს რაღაც რაც გამოსასწორებელია. მათთან სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია, ისინი შესანიშნავ ფეხბურთს დემონსტრირებენ. თუმცა ზამთრის შესვენებამდე ჩვენც კარგი ფეხბურთის ჩვენება დავიწყეთ. დარწმუნებული ვარ, დასახული მიზნის მნიშვნელობა ყველას კარგად ესმის და თოთოეული მოთამაშე ბოლომდე კონცენტრირებული იქნება აღნიშნული ორთაბრძოლისათვის."

ბენჟამენ პავარის შესახებ -"ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ჩვენ ძალზედ დიდი ინტერესით ვაკვირდებოდით მას. მის შეძენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან მალე მივიღეთ. "ბაიერნისთვის" ეს მომგებიანი გარიგებაა. მსოფლიო ჩემპიონატზე მან ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და საბლოო ჯამში ამ ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. ფეხბურთელისათვის ეს უნიკალური მიღწევაა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების რიგებში იგი საკვანძო მოთამაშე გახლდათ. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენ მისი შესაძლებლობების შესახებ მსოფლიო ჩემპიონატამდეც კარგად ვიცოდით."

ტიტულისათვის ბრძოლა ბუნდესლიგაში -"ზამთრის შესვენებამდე ჩვენ მოვახერხეთ და დორტმუნდის "ბორუსიასთან" არსებული სხვაობა ექვს ქულამდე შევამცირეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დორტმუნდი ბრწყინვალე სეზონს ატარებს, თუმცა არც ჩვენ დავნებებულვართ, პირიქით თამაშს ვუმატეთ. არდადაგებზე კარგი განწყობით გავედით. ამ შეკრებაზე კი ფეხბურთელები პირველივე დღიდან, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს დებენ. ბიჭები დაუღალავად შრომობენ, გუნდში ყურადღების მაღალი კონცენტრაცია შეინიშნება, თითოეული მოთამაშე ცდილობს საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს. "ბაიერნის" ნაადრევად ჩამოწერა ორი მიზეზის გამო არ შეიძლება : ვხედავ თუ როგორ ემზადებიან ბიჭები და თუ რამხელა მიზნებს ისახავენ ისინი."

გუნდში არსებული კონკურენცია -"ჯანსაღი კონკურენციის არსებობა მნიშვნელოვანია. შეკრების განმავლობაში, მთავარი მწვრთნელი ერთგვარ სტიმულს აძლევდა მოთამაშეებს კონკურენციის მხრივ. თითოეულ მოთამაშეს ეძლეოდა შანსი საკუთარი თავის წარმოჩენის. მე ამას ვაფასებ."

საკუთარი მუშაობა სატრანსფერო ბაზარზე -"სკაუტინგის ძალიან კარგი დეპარტამენტი გვაქვს. ეს არის ჩემი სამუშაოს გული და მთლიანად კლუბის გული. სწორედ კლუბი იღებს მოგებას, როდესაც საკუთარ რიგებს პროფესიონალი ფეხბურთელით ივსებს. ამ დეპარტამენტის მუშაობით კმაყოფილი ვარ. ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ კონკურენტებზე სწრაფები, ვცდილობთ დავასწროთ სხვებს ფეხბურთელების შეცნობა. ამის შემდეგ იკი უკვე მოქმედებას ვიწყებთ. უწინ მსოფლიოში სამი-ოთხი მდიდარი კლუბი თუ იყო, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ვფიქრობ ზედმეტია მოვყვე იმის ახსნას თუ რა ხდება ინგლისში და სხვა საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი მუშაობის ახალ სიმაღლეზე აყვანა გვმართებს, უნდა ვიყოთ სწრაფები და გადაწყვეტილებებს მყისიერად უნდა ვიღებდეთ. ჯერჯერობით ეს კარგად გამოგვდის."
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.