» » მეექვსე სავარჯიშო დღე ამხანაგური მატჩით დასრულდა

მეექვსე სავარჯიშო დღე ამხანაგური მატჩით დასრულდა

10-01-2019, 13:18 -ss- სიახლეები 0

მეექვსე სავარჯიშო დღე ამხანაგური მატჩით დასრულდა
ზამთრის სავარჯიშო შეკრება დოჰაში დასასრულს უახლოვდება, თუმცა ოთხშაბათს დილით არსებული ატმოსფერო საპირისპიროს მიუთითებდა. ნიკო კოვაჩმა, ერთი საათის შემდეგ, ვარჯიში დასრულებულად გამოაცხადა. მიუხედავად ამისა ფეხბურთელები მოედანზე დარჩნენ, რათა კარის მიმართულებით დარტყმები და ჩაწოდებები დაემუშავებინათ. ჟერომ ბოატენგი რამდენიმე ლამაზი გატანილი გოლის ავტორიც გახდა. ცენტრალური მცველის შემყურე ვერავინ იტყოდა, რომ გუნდი უკვე რამდენიმე დღეა, რაც მაღალი აქტივობით ვარჯიშობს.

თავად ბოატენგი, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავდა რომ შეკრება საკმაოდ გადატვირთული აღმოჩნდა. "სწორედ ამაში იყო მთავარი აზრი. მეორე წრის დაწყებამდე, გვსურდა კარგი მომზადება გაგვევლო. ის, რომ ხანდახან კუნთები თავს გახსენებენ, სავსებით ნორმალური პროცესია."-აღნიშნა ბოამ. სამწვრთნელო შტაბი ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით, ცდილობდა დატვირთვები მაქსიმალურად გადაენაწილებინა. ოთხშაბათს, ხორვატმა სპეციალისტმა საკუთარ შეგირდებს დასვენებისთვის დროც გამოუყო. ბოატენგმა ეს დრო , წიგნის კითხვას და მობილურ კავშირს მიუძღვნა. დანარჩენი "ბავარიელები" ამ "ფანჯარას" უფრო აქტიურად იყენებდნენ. თომას მიულერი, რობერტ ლევანდოვსკი და სვენ ულრაიხი გოლფის სათამაშოდ გაემართნენ.


ბირჰოფი სტუმრის რანგში


დილით გამართულ ხანმოკლე ვარჯიშს საკუთარი დატვირთვა გააჩნდა. ფეხბურთელები დღის მეორე ნახევრისთვის ძალებს ინახავდნენ. საღამოს ნიკო კოვაჩმა 90 წუთიანი მატჩის გამართვის განკარგულება გასცა. "კარგია სავარჯიშო შეკრების მატჩით დასრულება. ის ჩვენ ძალიან წაგვადგა, აუცილებელია შესაბამის რითმში შესვლა"-გააზიარა საკუთარი პოზიცია ჟერომ ბოატენგმა.

Aspire Zone-ზე გამართულმა შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. "ბავარიელთა" თამაშზე დასასწრებად, მსოფლიოს ესპანელი ექს-ჩემპიონი ხავი მოსულიყო. გარდა ამისა მატჩს სტუმრობდა ოლივერ ბირჰოფიც. ამ უკანასკნელისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ როგორ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან ნაკრების ფეხბურთელები. მიუხედავად მძიმე დღეებისა, შეხვედრა საკმაოდ ცოცხალი და საინტერესო აღმოჩნდა. მთლიანობაში გუნდებმა შვიდი გოლი გაიტანეს.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..