» » "ბავარიელები" მეორე წრის დაწყებას მოუთმენლად ელიან

"ბავარიელები" მეორე წრის დაწყებას მოუთმენლად ელიან

17-01-2019, 12:10 -ss- სიახლეები 0

რამდენიმე დღიანი უამინდობის შემდეგ, ოთხშაბათს მიუნხენში კვლავ გამოიდარა. "რეკორდმაისტერის" რიგებში, მეორე წრის დაწყებამდე ორიოდე დღით ადრე კი, ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევდა. "როდესაც მზე აცხუნებს, ორგანიზმში სიხარულის მომტანი ჰორმონები გამომუშავდება"-აცხადებდა ვარჯიშის დასასრულს, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი - ნიკო კოვაჩი.

"ბავარიელებს" ზემოხსენებული ჰორმონების გამომუშავება, "ჰოფენჰაიმთან" გასამართი მატჩის დროსაც სურთ. "ჩვენ ზურგს უკან გამარჯვებების სერიაა, რომელიც ხუთ მატჩს შეადგენს, ვეცდებით ეს სერია გავაგრძელოთ. გვსურს საკუთარ თავს დამატებითი თავდაჯერებულობა შევმატოთ."-აღნიშნა კოვაჩმა. "დორტმუნდის "ბორუსიასთან" ექვსქულიანი ჩამორჩენა გვაქვს, ჩვენ გვსურს და ვალდებულებიც ვართ, ეს სხვაობა აღმოვფხვრათ. "ჰოფენჰაიმთან" გასამართი ორთაბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მატჩს სულმოუთმენლად ველით."-დასძინა ხორვატმა სპეციალისტმა.


სამი "ბავარიელი" მიუნხენში დარჩება


ოთხშაბათს გამართულ ვარჯიშზე, მიუნხენური კლუბის ფეხბურთელები სხვადასხვა დავალებებს ასრულებდნენ. მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს, კარის მიმართულებით დარტყმების განხორციელებაზე. ვარჯიში დაახლოებით 100 წუთს გაგრძელდა, ამის შემდეგ კი მოთამაშეებმა ფიტნეს-დარბაზს მიაშურეს.

მოახლოებულ დაპირისპირებაში ნიკო კოვაჩს სამი შეგირდი დააკლდება. არიენ რობენი, კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მუშაობას. ფრანკ რიბერი, რომელსაც კუნთების პრობლემა აღენიშნება, სავარჯიშო დარბაზში იტვირთება. "ორივე სწორი მიმართულებით მოძრაობს, თუმცა პარასკევს გასამართ შეხვედრაში, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფეხბურთელები წარმოდგენილნი არ იქნებიან."-განუცხადა ჟურნალისტებს "ბავარიელთა" თავკაცმა. ვეტერანი ვინგერების გარდა, კორენტინ ტოლისოც სარეაბილიტაციო კურსს გადის და იგიც, მსგავსად ხსენებული თანაგუნდელებისა, ვერ მიიღებს მონაწილეობას პარასკევს ჩანიშნულ შეხვედრაში.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..