» » Bild : ხავიმ იოზუა კიმიხი შეაქო

Bild : ხავიმ იოზუა კიმიხი შეაქო

17-01-2019, 15:01 -ss- სიახლეები 0

Bild : ხავიმ იოზუა კიმიხი შეაქო
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, ლეგენდარული ხავი ერნანდესი, იოზუა კიმიხის შესახებ საუბრობს. გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში ვეტერანმა ფეხბურთელმა 23 წლის უკანახაზელის მიმართ, საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მას უდიდესი მომავალი უწინასწარმეტყველა.


"კიმიხის შესახებ გვარდიოლას ვესაუბრებოდი. მაშინ პეპმა მითხრა : "მე მყავს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ყველა პოზიციაზე იასპარეზოს." ვკითხე ვინ იყო ეს ბიჭი. მან მომიყვა ფეხბურთელის შესახებ, რომელიც გვარად კიმიხი იყო, რომლის შესახებაც არასდროს არაფერი მსმენია. ამის შემდეგ მე უკვე ვაკვირდებოდი მის კარიერას."

"იოზუა - ეს არის "ბაიერნის" აწმყო და მომავალი, ასევე გერმანიის ეროვნული ნაკრების მომავალიც და მას ნამდვილად შეუძლია ყველა პოზიციაზე ასპარეზობა. ვფიქრობ იგი იდეალურად მოერგებოდა "ბარსელონას". მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვეძებდი ფეხბურთელს, რომელიც "ბარსას" სტილის იყო. უწინ ეს ლამი გახლდათ, ახლა - კიმიხი. ის ძალიან მარტივად იასპარეზებდა "ბარსელონაში." თუმცა "ბაიერნიც" მსგავსი დონის გუნდია და ამ ფეხბურთელს იქ ბევრი რამის მიღწევა შეუძლია."

შესაძლებელია თუ არა გახდეს კიმიხი ახალი ხავი? რა თქმა უნდა. მას შეუძლია იყოს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რამდენიმე პოზიციაზე. შესაძლოა იოზუა უკვე გახდა კიდეც ასეთი მოთამაშე. ეს გამოარჩევს მას ჩემგან. მე შემეძლო ერთ პოზიციაზე თამაში, იგი უფრო უნივერსალურია."-ციტირებს გამოცემა Bild-ი ლეგენდარული ესპანელის სიტყვებს.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..