» » ანონსი : "ჰოფენჰაიმი" - მიუნხენის "ბაიერნი"

ანონსი : "ჰოფენჰაიმი" - მიუნხენის "ბაიერნი"

18-01-2019, 10:48 -ss- ანონსი 0

ანონსი :
დიდი ფეხბურთი ბრუნდება! ოთხი კვირა გავიდა მას შემდეგ , რაც მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანკფურტის "აინტრახტს" ანგარიშით 3-0 სძლია და აი პარასკევს საღამოს, გერმანიის "რეკორდმაისტერი" საკუთარ პირველ ორთაბრძოლას გამართავს - ახალ 2019 წელიწადს. "ბავარია" სტუმრად "ჰოფენჰაიმს" ეწვევა, (შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.) გუნდი რომელიც სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება. ამ მატჩში მიუნხენელთა მიზანი გამარჯვების მოპოვება და "დორტმუნდელებთან" არსებული ექვსქულიანი სხვაობის აღმოფხვრა გახლავთ. "ვხედავ, რომ ბიჭებს რაც შეიძლება სწრაფად სურთ რბოლის დაწყება" - გააზიარა საკუთარი პოზიცია ნიკო კოვაჩმა.

თავის მხრივს, დორტმუნდის "ბორუსიას" უკვე შაბათ საღამოს, ძალზედ უსიამოვნო გასვლითი შეხვედრა ელის საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის" წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში თუ "ბავარია" "ჰოფენჰაიმთან" მოახლოებულ დაპირისპირებაში გამარჯვებას მიაღწევს, "ბორუსია" ვალდებული იქნება მხოლოდ მოგებაზე ითამაშოს. "გვსურს მოვიგოთ და ვალდებულებიც ვართ გამარჯვებას მივაღწიოთ, რათა დორტმუნდზე არსებული წნეხი გავზარდოთ."- აცხადებდა ჟურნალისტებთან საუბრისას ხორვატი სპეციალისტი.

ამასთან ერთად, 47 წლის თავკაცი კარგად აცნობიერებდა, რომ ზამთრის შესვენების შემდეგ გასამართ პირველ დაპირისპირებას, ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. "არ იცი, როგორ შევა გუნდი თამაშში, როგორ მდგომარეობაში არიანი ისინი. ვიმედოვნებთ, როგორც ეს სეზონის დასაწყისში იყო, სტარტი შედეგიანი აღმოჩნდება. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ამის შესახებ ყველამ კარგად იცის."-დასძინა კოვაჩმა. "სავარჯიშო შეკრებაზე ძალიან კარგად ვიმუშავეთ. საკმაოდ მოტივირებულები ვართ და რა თქმა უნდა, გვსურს მეორე წრე წარმატებული ასპარეზობით დავიწყოთ."-ეს კი თომას მიულერის სიტყვებია.


"ჰოფენჰაიმი" დანებებას არ აპირებს


"ბავარიაში" ყველა კარგად აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ "ჰეფენჰაიმთან" გასამართი შეხვედრა მარტივი არ იქნება. "ეს შესანიშნავი გუნდია, რომელსაც ბრწყინვალე მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ისინი განწყობილები არიან იმისათვის, რომ ცხოვრება გაგვირთულონ. ეს ძალიან, ძალიან რთული შეხვედრა იქნება"-აცხადებდა კოვაჩი.

"ჰოფენჰაიმის" მიზანი კი უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გახლავთ. "იმ შემთხვევაში თუ "ბავარიას" დავამარცხებთ, საჭირო მიმართულებით სვლას შევძლებთ. მთავარია ვადაზე ადრე არ დავნებდეთ, როდესაც წითელ ავტობუსს დავინახავთ."-აღნიშნა იულიან ნაგელსმანმა, რომლისთვისაც ეს ორთაბრძოლა რიგით მე-100-ა, მთავარი მწვრთნელის რანგში. ამ გუნდმა "ბავარიას" ორიდან ორი მატჩი მოუგო, პარასკევს "ჰოფენჰაიმის" გულშემატკივარი, ხსენებული სერიის გაგრძელებას აუცილებლად მოითხოვს.

იულიან ნაგელსმანს გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს. გუნდს ვერ დაეხმარება ლუკას რუპა, ჰოვარდ ჰორტვეიტი და ერმინ ბიჩაკჩიჩი. "ბავარია გარკვეული წნეხის ქვეშ მოექცევა, თუ ისინი ამ მატჩში გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებენ, მაშინ ეს იმ გუნდისათვის ნიშანი იქნება, რომელიც დაწინაურებულია. მძიმე ბრძლა გველის წინააღმდეგობის გაწევას ყველა რესურსით შევეცდებით."-აღნიშნა "ჰოფენჰაიმის" დამრიგებელმა.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.